91 წლის ბლოგერი, ლამარა აბჟანდაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „აიცერი და მოიგეს" გამარჯვებული გახდა. სასიხარულო ამბავი კი მისმა შვილიშვილმა შეატყობინა.
„ამ დილით ჩემმა შვილიშვილმა პირადობის ნომერი მომთხოვა. გამიკვირდა, რისთვის დასჭირდა? მაგრამ იმ წამსვე მომახარა - „ბებო 100 ლარი მოიგეო".
ეს ლატარია აცრილებზე ყოფილა. მე რა თქმა უნდა ერთ-ერთმა პირველმა ავიცერი და რადგან პირადობაში ქმრის გვარზე ვარ ხიდაშელზე, გათამაშებაში ეწერა ლ. ხ. ეს მე ვარ ლამარა აბჟანდაძე.
ყველას გირჩევთ, აიცრათ, ხოლო ვინც აცრილები ხართ, შეამოწმოთ საიტზე მოიგეთ თუ არა", - წერს ლამარა აბჟანდაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵91 წლის საჩხერელმა ბაბუმ კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკიდან ცეკვა-ცეკვით წავიდა - ვიდეო
🔵„უმორჩილესად გთხოვთ, მიიღეთ ხანდაზმული ქალის რჩევა" - ლამარა აბჟანდაძე საზოგადოებას მიმართავს
🔵„საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც კოვიდ ვაქცინების საერთოდ არ სჯერა" - რას წერს ზაზა წერეთელი