Digest Logo

„საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც კოვიდ ვაქცინების საერთოდ არ სჯერა" - რას წერს ზაზა წერეთელი

1631603300
ზაზა წერეთელი

ნორ­ვე­გი­ის სა­მე­ფოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს უფ­რო­სი მრჩე­ვე­ლი, ზაზა წე­რე­თე­ლი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას აკეთებს მათთვის, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საერთოდ არ სჯერა.

საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც კოვიდ ვაქცინების საერთოდ არ სჯერა. მათთვის ვინც აიცრა, მაგრამ გულში რეჩხი აქვს და თავისთვის ფიქრობს რომ იქნებ სჯობდა არ აცრილიყო. მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ორჭოფობს აიცრას თუ არა...მათთვის, ვისაც ჰგონია რომ თუკი აცრილი ადამიანი გარდაიცვალა ეს ან დაიმალება, ან იმის მანიშნებელია, რომ აცრა არ ღირს.

გაერთიანებული სამეფოს ეროვნული სტატისტიკის ოფისმა (ONS) დღეს გამოაქვეყნა მის მორიგი რეპორტი. ოფისმა გააანალიზა მონაცემები, რათა დაედგინა იმ გარდაცვლილთა ნამდვილი რიცხვი, რომელთაც დაუფიქსირდათ ე.წ „გარღვევის" ინფექცია, ანუ როდესაც კოვიდ ვირუსმა მოახერხა გვერდი აევლო ვაქცინის ეფექტისთვის.

როგორც ამ „რეპორტიდან" ირკვევა წელს ინგლისში პირველ ექვს თვეში 50,000-ზე მეტი Covid-19 გარდაცვალების ანალიზი გვაძლევს დამამშვიდებელ მტკიცებულებებს ვაქცინების ეფექტურობის შესახებ. ანალიზი აღსანიშნავია იმით რომ ის მოიცავს სიკვდილიანობის შეფასებებს ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ ჯგუფებს შორის, რომელიც ამავე დროს ასაკთან მორგების შემდეგ (adjusting for age)არის გამოთვლილი. იგი ასევე იძლევა მნიშვნელოვან დეტალებს „გარღვევის" შემთხვევის მსხვერპლთა საერთო ჯანმრთელობის შესახებ, რომლებიც დაიღუპნენ Covid-19-ით ვაქცინის ორი დოზის მიღების შემდეგ.

გაერთიანებული სამეფოს ეროვნული სტატისტიკის ოფისის (ONS) -ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ 2 იანვრიდან 2 ივლისამდე დაფიქსირდა 640 გარდაცვალება სრულად აცრილ პირებს შორის ანუ საერთო ჯამში 51,281 Covid-19 გარდაცვალების 1.2%. იმ 640 ადამიანიდან ზოგი ინფიცირებული იყო მეორე დოზამდე, ან მეორე დოზისგან დაცვის დაწყებამდე, განაცხადა ONS -მა. სააგენტომ გამოავლინა რომ მხოლოდ 256 შემთხვევა იყო ე.წ „გარღვევის" შემთხვევა რომელიც დამთავრდა გარდაცვალებით ანუ მეორე დოზის მიღებიდან სულ მცირე 14 დღის შემდეგ. ეს Covid-19 -ით გარდაცვლილთა 0.5%-ს შეადგენს ამავე პერიოდში დაფიქსირდა 38,964 გარდაცვალება Covid-19 -ით, იმ ადამიანებს შორის, რომლებიც საერთოდ არ იყვნენ ვაქცინირებული.

ვაქცინირებულთა გარდაცვალების საშუალო ასაკი იყო 84 მაშინ, როცა აუცრელი Covid-19 გარდაცვლილთათვის ის იყო 82 წელი. მონაცემებმა ასევე აჩვენა რომ „გარღვევების შემთხვევების“ გარდაცვალების 13 პროცენტი მოხდა იმ ადამიანებში, რომლებსაც ჰქონდათ სუსტი იმუნური სისტემა საავადმყოფოში სხვა დაავადებების მკურნალობის გამო.

წინა პარასკევს გამოქვეყნებული დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მიერ ცხრა შტატის მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ ვაქცინები ამცირებს Covid-19 -ით ჰოსპიტალიზაციის რისკს 81% -დან 89%-მდე.

გერმანიის მიერ წინა ხუთშაბათს გამოქვეყნებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ვაქცინებმა შეამცირა ჰოსპიტალიზაციის რისკი ამ 60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებში 94% -ით და სიკვდილის რისკი 91% -ით.
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინგლისის შეფასებით, ვაქცინაციამ ინგლისში 100,000 -ზე მეტი სიკვდილის აღკვეთა მოახერხა. ONS– ის ანალიზმა აჩვენა, რომ ასაკთან მორგების შემდეგ (adjusting for age), სრულად აცრილ პირებს შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2 ივლისს დასრულებულ კვირაში 0.2 იყო 100,000 ადამიანზე, რაც იყო არავაქცინირებულთა მაჩვენებელზე რვაჯერ ნაკლები .

ასაკთან მორგების შედეგად გამოთვლილი ასაკობრივი სტანდარტიზებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი სტატისტიკოსებს საშუალებას აძლევს გამორიცხონ შესაძლებლობა, რომ ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ ადამიანებს შორის სიკვდილიანობის განსხვავებები შესაძლოა მათი ასაკობრივი განსხვავებებით იყოს განპირობებული. ასეთი ამბები კოვიდ ვაქცინაციის ფრონტიდან. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა", - წერს ზაზა წერეთელი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵3 221 ინფიცირება, 54 გარდაცვალება, 2 990 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

🔵ქუჩების ჩამონათვალი, სადაც ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

🔵„საუბარი იმაზე, რომ ვაქცინაში თხევადი კრისტალია, რომლის საშუალებითაც გვმართავენ, არაკომპეტენტური განცხადებაა“ - მეუფე ნიკოლოზი