Digest Logo

ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ენაზე მარტო გინება მადგება - ზურა ჯაფარიძე

1602249665
ზურა გირჩი ჯაფარიძე

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილის დაკავებას ეხმაურება.

ჯაფარიძე საზოგადოებას მოუწოდებს წავიდნენ 31 ოქტომბერს არჩევნებზე, რათა „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება დაკარგოს.

„დაიჯესტი“ ჯაფარიძის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ;

„ბევრი რამის თქმა შეიძლება მაგრამ ენაზე მარტო გინება მადგება

მოგიტყანთ მართლმსაჯულების რეფორმის ყველა ტალღა, რომელიც იმით მთავრდება რომ ასეთ ადამიანს უშვებს ციხეში.

31 ოქტომბერს ტრაკი აწიეთ ყველამ და ვისაც გინდათ იმას მიეცით ხმა, გარდა იმ ნაძირლებისა, რომლებიც ასეთ ადამიანს წირავენ, ოღონდ ძალაუფლება არ დაკარგონ.

სულ, რომ უვარგისი იყოს მთელი ოპოზიცია, სულ რომ ერთმანეთი დაჭამონ ფულისთვის, ადგილებისთვის და ძალაუფლებისთვის, იმას მაინც მივაღწევ რომ ეს დედააფეთქებული საბჭოთა სასამართლო და პროკურატურა დავაშლევინო აგურ-აგურ“ ,- წერს ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით 10-დან 15 წლამდე პატიმრობა შეეფარდათ.