გადაცემა „სხვა ნანუკას“ სტუმარი გასართობ ცენტრ „მინიონების“ ერთ-ერთი მფლობელი - თამუნა მექერიშვილი იყო.
თამუნა ოჯახისგან საბანკო ვალდებულების დაფარვას ითხოვს, რათა პირადი ქონება ყადაღისგან გათავისუფლდეს.
გადაცემის შემდეგ, მექერიშვილმა სოცქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გადაცემის მსვლელობას ცირკი - მასკარადი უწოდა.
მისი თქმით, დრო არათანაბრად იყო გადანაწილებული მხარეებს შორის და ჟურნალისტმა - ნანუკა ჟორჟოლიანმა ტრაგედიაზე დასცინა, იმ ტრაგედიაზე, რის გამოც იჭერდნენ.
„გილოცავ, შესანიშნავი ეთერი გქონდა... გეგონა ამ მოკლემეტრაჟიან რამდენიმე წუთში ჩაატევდი სიმართლეს? რას გაიგებდა ხალხი ამ ამბის ან თავს და ან ბოლოს? როცა თავად აურდაურიეთ კითხვები და სტუდიაში მომიწვიეთ და ჩემზე მეტი კი არ ასაუბრეთ ეს ორი ავაზაკი არა ალანძღინეთ ჩემი თავი.
თან ვითომ ვერ ითანხმებდით ტელეფონზე სასაუბროდ და სიუჟეტიც გაგიკეთებიათ როცა გადაცემამდე შემითანხმდით რომ მე არ უნდა მესაუბრა პირადზე.
მხოლოდ კონკრეტულად ვალზე! თუ რა მოხდა, სინამდვილეში... კარგია რომ სიცილისგან გული არ შეგიწუხდა ნანუკა და სწორედ იმ სასაცილო ბრალის გამო მიჭერდნენ რამაც ასე გაგამხიარულა. მე საგურამოს პოლიციაში ეს აბსურდული ბრალი, რომ მეღიარებინა და თავზე ჯალათივით დამდგარი გამომძიებლისთვის დამეჯერებინა და ხელი მომეწერა არც ის „ლაივი“ იქნებოდა და არც ეს პატივცემული ცირკი რომელიც დადგით...
რომელი ჭკუათმყოფელი გამოვა ასე საჯაროდ თუ დამნაშავეა. კარგად იცით მე თავად მოვითხოვე მეორე მხარე რომ გაეცა კითხვებზე პასუხი. რომელი მოაზროვნე და არა უგუნური ვერ მიხვდება, რომ სამარეს თავად არ გავითხრიდი და ბრალდებების და შეურაცხყოფების მსხვერპლი არ გავხდებოდი რომელზედაც ეს ორი ავაზაკი საუბრობდა უბრალოდ არ გამოვიდოდი თქვენივე თხოვნით ამ ცირკში... ესაა თქვენი სიმართლე მიმიფურთხებია ასეთი სიმართლისთვისაც და ნამდვილი სიმართლისთვის თავად ვიბრძოლებ ისედაც არაფერში მჭირდებოდით.
„ნანუკას შოუ“ ეს არის ჩვეულებრივი შოუ, რომელიც შესანიშნავად იცის მთელმა გუნდმა. რაში დაგჭირდათ ეს სცენარი... ისედაც განადგურებული ვიყავი ამდენი უსამართლობისგან. ვინმემ დაგირეკათ? შეგეხვეწათ, რომ თქვენს შოუში მოგეწვიეთ?
არაფერში არ მჭირდებოდა თქვენი შოუ.
არც ჩემი „ლაივის“ ყურებას გთხოვდათ ვინმე და არც გაგებას! არცერთ მათგანს თქვენივე ნაქებარ ოჯახებში და დედმამიშვილებში იბედნიერეთ, სანამ რომელიმეს არ გაგიმეტებთ ახლობელი... ეტყობა არაფერი გაგაჩნიათ, შეგიქმნიათ და არც დასაკარგი გექნებათ რამე და რისთვის იბრძოლებთ?
ჩემი პირად სოციალურ ქსელის პირად გვერდზე. ჩემი ლაივი ემსახურებოდა ჩემს თავდაცვას... და არა თქვენს ვაი რეიტინგს. ამიტომ მთხოვეთ გადაცემამდე ლაივი ჩართე და აღნიშნე, რომ გადმორთონ მთავარზეო... რომ მერე ასე გულიანად გეცინა ადამიანის ტკივილზე, რომელსაც ასე ამდენი ფაქტებით და მტკიცებულებებით მიიყვანდით და სიტყვის თქმას არ დააცდიდით?
თქვენს პროდიუსერებს, რომლებსაც ვაჩვენე ყველა ფაქტის მტკიცებულება და ვუთხარი, რომ საქმე იყო სასამართლოში და საქმის ნომერი და მოსამართლის ნომერი მეილზე გამომიგზავნა ადვოკატმა... სულ ერთი წამი სჭირდებოდა მეილის გახსნას, ან ადვოკატის ჩართვას, რომელიც გამწარებული კომენტარს აკეთებდა და ითხოვდა ჩართვას...
ამდენ ღლიცინზე ჩაგერთოთ, ან ეს 15 წუთში ჩაეტიე სათქმელი რა იყო, გავაფრთხილე ასჯერ... რომ ასე აზრი არ ჰქონდა, რადგან ვერავინ გაიგებდა. სულ სხვა თემებზე ჩამოწერილი კითხვებიდან. სულ სხვა თემებზე ისაუბრეთ გიღირდათ ასეთი ბრალდების მოსმენა ამ ორი ავაზაკიდან? ახლა ზუსტად ვხვდები, როგორც დაითანხმეთ ესენი ჩართვაზე.
ასე როგორ გამოიყვანეთ ეს ყველაფერი.... თან მეუბნებით მთელ გუნდს შენი გვჯერა და ვთანხმდებით, რომ ჩემს პირადზე ისაუბრონ. აყენებინებთ ისეთ ადამიანებს შეურაცხყოფას რომლებსაც თავად კიცხავთ ჩემთან. ჰოდა, ყველა იმ კომენტარს ავტორს, რომლებსაც ვერ გაგიგიათ, თუ ოჯახი რა არის და „ოჯახი“, რომელიც შენს ბავშვობაში 10 წლის ასაკში დაგაუთოვებს ცხელი უთოთი, არაადამიანების ხროვაა და არა ოჯახი.
და ზუსტად იგივეს გადატანას, მეტს არა გისურვებთ, ვინც დედმამიშვილებზე და ოჯახზე მოსთქვამთ და შეურაცხყოფას მაყენებთ..
საერთოდ აზრზე თუ ხართ, რა ხდება რა ბოროტები ხართ ასეთი „ადამიანები“. ნანუკა კარგ ადამიანად და სამართლიან ჟურნალისტად გთვლიდი.
ბოდიში!!! უკან მიმაქვს ეს ფიქრები...
ჩემი ბრალია... კიდევ ერთხელ გენდეთ ადამიანებს და მოვედი თქვენი თხოვნით თქვენს ცირკის შოუში, თქვენ კი ყველას, ვისაც ადამიანის ტკივილის გათავისება არ შეგიძლიათ, ყველას გისურვებთ ჩემნაირ ბედნიერებას, ხომ იცით ცხოვრება ბუმერანგია....
ჯერ იმას რომ მთელი ცხოვრება ეძალადოთ თქვენზე და თქვენს შვილზე. მერე სულ გცემონ დაგწვან უთოთი მერე გულით საყვარელ ადამიანებს ყველაფრისთვის გაეწირეთ ქუჩაში დარჩენისთვის, თავის საკუთრების, რომელიც თავად სახელმწიფომ მომცა ცარიელი მიწა სამოსახლოდ და არა ე.წ. „ოჯახმა“.
და ამ მიწის ყველა გოჯი დაეყაროთ ჩვენს შორის მტყუანს.
მართალს კი ეპოვოს და ეზეიმოს სამართალი უსამართლო ქვეყანაში, რომელსაც გპირდებით, მოვიპოვებ....
თქვენი ლანძღვით მე ვერაფერს დამიშავებთ ხალხებო, სამაგიეროდ თქვენს რეალურ სახეს აჩენთ სიტყვებში, დაე გამოაჩინეთ რომ გერიდოთ.
უფალი მართალ ადამიანთანაა და სულ ასე იქნება... ჩემი შემდეგ გადაცემაში მოწვევა თან მარტოს ადვოკატთან ერთად.. .როგორც დამპირდით... მეგის აღარ ჩართავთ, არ მოგიწევთ რადგან თქვენი სპექტაკლი ნანახი მაქვს უკვე.
ვაი ადამიანებო! თქვენ კიდევ სანამ უდანაშაულო ადამიანს ბრალს დასდებთ, ჩირქს მოსცხებთ, ცოტა მაინც გადაავლეთ თვალი, ასე საგანგებოდ გამომპრანჭეს მეთქი, არ მაქვს რა, თავი დამანებეთ, სამოსიც კი გადაამოწმეს და მერე ელდისგან რადგან ჩემი მისამართით ვისმენდი სრულ წარღვნას.
უფლის მაინც არ გეშინიათ... ვინც მლანძღავთ, მიცნობთ საერთოდ? რა იცით საერთოდ რა ხდება და როგორ მოგაწოდეს ადამიანის ტკივილი. ასეთებს სიტყვებს მხოლოდ ისეთები გაიმეტებთ ვისაც არასდროს არაფერი შეგიქმნიათ.... ვისაც "ენით დაკოდილი "იგავი არც კი გსმენიათ... ამ ცირკში სულ მცირე სამი დიდი ტყუილი გაჟღერდა ტყუილი რომ ჩემს ქონებას აკრძალვა დაედო, არა ჩემს მიერ არამედ მინიონების ვალის გამო, რომელიც ამ არსებებმა გამოიტანეს და თავდებობის შესახებ ორი წლის მერე გავიგე, ისიც ელექტრონულ ვერსიაში მივაკვლიეთ, რადგან გაქრა ეს საბუთი, რატომღაც 160 ევრო ჩაურიცხა სახელმწიფომ მინიონებს და ეს ფული ავაზაკმა მედეამ ერთ მილიონ ევროს დესერტად დააყოლა და ოჯახმა, რომელზედაც ის ასე წუხს, საკუთრებაში მოიხმარა.
პოლიციის მათივე დაწერილ საჩივრებში წერია, რომ მე რაღაცები მელანდება, გავგიჟდი და არაფერი ემუქრება ჩემს ქონებას და თავი დავანებო და მივხედო ჩემს თავს... მე ვიქცევი ზუსტად მასე და ერთ თვეში მედება აკრძალვა, საქმეები რომელთა უამრავი მტკიცებულება არსებობს სასამართლოში, სარჩელი დაწერილია, შესაგებელი შეტანილი და სასაცილოა, ბრალის უარყოფა თან მე დამაბრალა ისე, რომ ეს ქონება ჯერ იპოთეკაში არ დევს უბრალოდ ბანკმა სანამ ეგ რეგვენები ვალის გადახდას არ დაიწყებენ მანამდე ეგე ასეო...
მათ გადაწყვიტეს, რომ ეს დავა გაწელონ რამდენიმე წელი... რითაც მე ვზარალდები... დავრჩი ქუჩაში და ვცხოვრობ იმ სახლში სადაც გავიზარდე და დავიბადე... სანამ ეს ხროვა დაიწყებს ვალის გადახდას, რომ წავეთრა აქედან და ყველაფერი ისევ ნოლიდან დავიწყო....
მე მცემა „დედამ“ დამკბინა, ხოლო თავად ის მოიმოქმედა, რაც მოყვა მისმა საკუთარმა შვილმა ჩართვიდან.
სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს... და ის ბრალი, რაზედაც წერენ, აბსურდია, რადგან ორივეს შემაკავებელი აქვს ჩემს მიმართ, ერთმა მაგინა, მცემა, მეორემ დამკბინა, მცემა.
არ მაქვს არაფრის, რადგან დაზარალებულიც ვარ და ბრალდებულიც, რადგან თქვენი საყვარელი კანონებით ასეა, ვინც დაასწრებს ჩხუბის პოლიციაში დარეკვას, ის გამოდის დაზარალებული, ჩხუბი მოხდა იმიტომ, რომ შესანახად მიბარებული თანხა მოვთხოვე ამ ქალს, რომელიც ჩემი დანაზოგი იყო, ჩემი საკუთარი დანაზოგი, არ მოგცემო და... გადამილაწუნა პოლისჯოხი.
მოკლედ დაზარალებული იმიტომ ვარ, რომ ამ ქალმა, რომლის სხეულმაც უბრალოდ მატარა, გამაჩინა, მოახლედ დამიყენა... მცემა , დამკბინა და ეს ექსპერტიზის პასუხშია, ეს ჩხუბები კი იმიტომ მოხდა, რომ ამ ორმა თაღლითმა აიღო ბანკის ვალი - 1 მილიონი ევრო და შ.პ.ს ვალზე მე ჩემი საკუთარი ქონებით გამხადეს პასუხისმგებელი... ვალი, რომლის ერთი თეთრი არ ვიცი სად წაიღეს, რადგან ამ ვალამდე თავიდან მომიშორეს, იმ საქმიდან, რომელსაც ყველაფერი შევალიე... და რომლის გამოც თავად აიღეს ვალი... როდესაც გადახდა ვერ შეძლეს... ჯერ ხვეწნით, მერე დავალდებულებით, მომთხოვეს ჩემი საკუთრება დამეთმო, ამ ვალის სანაცვლოდ. ყოველთვის მორჩილი შვილისგან პირველად მიიღეს უარი და მტრად მექცნენ... ყველაფერი მაკადრეს, რაც შეეძლოთ, ჩამიტარეს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, ალკოჰოლის ექსპერტიზა, ნარკოლოგიური ექსპერტიზა, დაწერეს ალბათ რიგით მერამდენე საჩივარი ... ჩამიჭრეს იანვარში დენი და გაზი, თხოვნით მიმართეს თელასს და ენერგო-პროს, ცდილობენ შეურაცხადად გამომაცხადონ... რა ადვილია, მომიშორებენ ან საგიჟეთში, ან ციხეში, ან მოკლავენ და ეს ვალიც მე დამბრალდება და ჩაიფარცხება, სამაგიეროდ ამ ქალის 8 მიწა გადარჩება... წყალს არ წაუღია შვილი...
სოფელი წინამძღვრიანთკარი ქეთევან ჟიჟიაშვილი იკითხეთ, რა ცოდვა აქვს ჩადენილი საკუთარი დედის მიმართ და საბრალო ბებიაჩემის სულს რა დააბრალა. დიახაც, მძულს ყველა მევახშე რადგან მიმაჩნია ცრემლებით დანამული ფული გულის ამრევია ეს ყველაფერი არა ახლა არამედ ცოტა ადრე რომ გამეგო აუცილებლად ადრევე ვამხელდი, მაგრამ ვინ იტყვის, მოგპარეო.
რატომ?
რატომ უნდა დამეთმო, ან დავთმო ჩემი პირადი საკუთრება და მეძინოს მანქანაში? სულ ყველამ, რომ გამწიროთ უფალი ჩემთანაა და სამართალი იზეიმებს და მე ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.
პ.ს ნეტა ერთი კი არა რამდენიმე საყვარელი მყოლოდა.
გეფიცებით, მე ვინ ამიტანდა“,- წერს მექერიშვილი.
ამ პოსტზე რეაგირება ჰქონდა ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს და თავისი აზრი საჯაროდ დააფიქსირა:
თამუნა, ბოდიში უნდა მოგიხადო ამხელა სტატუსს ვერ წავიკითხავ.
გადაცემაში მოსვლამდე პირადად მე, პროდიუსერმა, რისერჩერმა ცალკე გთხოვეთ რომ 30 წუთი იქნებოდა სრული საეთერო დრო და მთავარ პრობლემებზე გესაუბრა.
გადაცემაშიც სამჯერ გითხარი რომ სახელები და გვარები, თარიღები არ იქნებოდა მაყურებლისთვის საინტერესო და კონცენტრაცია მომხდარიყო მნიშვნელოვან დეტალებზე.
მიუხედავად ამისა საეთერო დროს იყენებდი ყველაფრისთვის, მთავარი ამბის გარდა.
მიუხედავად ამისა, შეთანხმებული 30 წუთის მაგივრად თქვენი ნაწილი იყო 56 წუთი.
დის ნომერი თავად მოგვეცი. ჩემს ინტერესშია ეთერში იყოსო და ეს საჯაროდაც დაადასტურე.
ახლა როგორ მოხვდი ეთერში, ორი კვირის წინ დაურეკე ჩემს პროდიუსერს და თხოვე ეთერი, მანამდეც არაერთხელ გითხოვია, მე უარი ვუთხარი ზურას და შემდეგ ვნახე „ფეისბუკზე ლაივი“, სადაც დახმარებას ითხოვდი და ვიფიქრე, შემეცვალა გადაწყვეტილება.
მე მაპატიე, რომ გამეცინა შექმნილ საწამლავზე, რომელიც ხელს ალპობს. სხვათა შორის შენც იუმორით ყვებოდი და იცინოდი ამ ეპიზოდზე და კი, მე გამეცინა ამის გამო რომ პოლიციაში დაგიბარეს.
სიცილს რაც შეეხება, მთელი გადაცემა თავად იცინოდი თამუნა.
რაც შეეხება შენების ჩართვაზე დათანხმებას. შენმა დამ თავად უთხრა ჟურნალისტს ჩვენ მხარეს რატომ არ აძლევთ პირდაპირ ეთერსო და მხოლოდ ამის შემდეგ დავრეკეთ ნომერზე, რომელიც კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო თავად მოგვეცი.
შენ თუ შენს ოჯახთან ისეთი მართალი ხარ, როგორც ახლა ჩვენთან, შეცდომაში ვყოფილვართ მთელი გუნდი შეყვანილი.
პ.ს. გუშინ ძალიან ბედნიერი წახვედი და შეგვითანხმდი კიდევ ერთ ეთერზე ადვოკატთან ერთად და ცოტა დაგვაბნია შენმა არათანმიმდევრულმა მოქმედებამ.
გისურვებ წარმატებებს.
ამავე კომენტარის ქვეშ კვლავ უპასუხა ნანუკას მექერიშვილმა და პასუხის პასუხიც გასცა:
„ვერც მე წავიკითხავ ამხელა კომენტარს და პირდაპირ გეტყვი ზუსტად იგივეს გადატანას გისურვებ საყვარელო. ბოდიში, რომ ადამიანი დავინახე შენში! ტყუი, პროდიუსერმა ფორმატი 15 წუთი მითხრა და სასაცილოა, ეს დრო რეიტინგის და ბაღაშვილის კომენტარში და გულიან ხითხითში გაატარე, ასე გეპოვოს სამართალი ყველგან, ყოველთვის...
ზურას რომ ვუთხარი, მაშინაც მითხრეს და იმიტომ ვუთხარი. და კიდევ მე ლაივამდე ვუთხარი და არა „ლაივის“ შემდეგ, ასევე წარმატებები, დაე დაგეკაკუნებინის იმ კარზე, რომელიც არასდროს გაიღება შენთვის.
ვინ ვისთან მართალია, ტკბილო და კეთილო ნანუკა, ამას აუცილებლად გავარკვევ და ვშიშობ, მთელ გუნდს ამ ცილისწამებაზე დიდ ბოდიშს მოიხდით, გადასარევად იცი სიმართლე, კი დაგთანხმდით სანამ ფრაზას იტყოდით, მეგის აღარ ჩავრთავთ.
აგრეთვე წაიკითხეთ: