ნეიროოტოლოგი, პროფესორი ეკა ხარხელი გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ საუბრისას. ის ომიკრონის შესახებ ახალ და საინტერესო ინფორმაციას უზიარებს მაყურებელს და პოსტკოვიდური პერიოდის შესახებ საუბრობს.
„თავბრუდახვევა, ვერტიგო, რომელიც 28%-ს იკავებს და დამახასიათებელია ომიკრონის დროს, ამ პანდემიისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩივილი. ეს დარღვევები შეიძლება გამოვლინდეს მწვავე პერიოდში, პოსტკოვიდური პერიოდში, მათ შორის, გრძელი კოვიდის, 12 კვირის შემდეგაც. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის: ჭეშმარიტი თავბრუდახვევა, რომელიც არის მოძრაობის ილუზია, კიდევ არის სივრცეში დეზორიენტაცია და გაბრუება, ასევე დისბალანსი, როდესაც ვკარგავთ წონასწორობას და არის კიდევ შემთხვევა, როდესაც გვაქვს გარშემო საგნების რყევის შეგრძნება.
კოვიდინფექციასთან დაკავშირებით კიდევ იმის თქმა შეიძლება, რომ ჩვენი თუ ჩვენი უცხოელი კოლეგების დაკვირვებით, აუდიო ვესტიბულარული დარღვევების აბსოლუტური მაჩვენებელი დიდად არ შეცვლილა, მაგრამ გამოიკვეთა გარკვეული ტენდენციები კოვიდით გამოწვეულ პათოლოგიებს შორის: აუდიო ვესტიბულარული დარღვევებს შორის ძირითადად ხდება სენსონევრალური სმენის დაქვეითება, ასევე ტინიტუსი, იზოლირებული ან სმენის დაზიანებასთან ასოცირებული და თავბრუდახვევა, რომელიც შეიძლება შეგვხვდეს სხვადასხვა სახით.
საერთოდ, ვესტიბულარული დარღვევებიდან გამოიკვეთა კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური თავბრუდახვევა, ფსიქოგენური თავბრუდახვევა (პოზის ცვლილებასთან დაკავშირებული აღქმით ფენომენი), ვასკულური გენეზის თავბრუდახვევები. ეს ვირუსი ამ მხრივაც არის ვერაგი…“, - ამბობს ექიმი ეკა ხარხელი.
აგრეთვე წაიკითხეთ: