მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დუშეთის ყოფილი მერი თამაზ მეჭიაური კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მას ფილტვების 85%-იანი დაზიანება აქვს. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და ტელეწამყვანი მაკა რაზმაძე გამოეხმაურა და თამაზ მეჭიაურთან ბოლო შეხვედრის ეპიზოდი გაიხსენა.
„ბოლოს გადაცემაში იყო ჩემთან სტუმრად „ჩაიზე" და ორ დღეში დამირეკა, კოვიდი დამიდასტურდა და ხომ კარგად ხარ, ან სხვებს ხომ არავის გჭირთ თქვენცო?
დღეს გავიგე, რომ რეანიმაციაშია უმძიმეს მდგომარეობაში და თუ ორ კრიზისულ დღეს გაუძლებს შანსი ექნება....
ძალიან ვნერვიულობ, ვერ ვმშვიდდები, ვერ ვიძინებ... უნდა მოერიოთ, უნდა დაძლიოთ ბატონო თამაზ“, - წერს მაკა რაზმაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵როგორ მიიღო ნინი ქარსელაძის დაოჯახება ზურა ხაჩიძემ - რას ჰყვება მომღერალი
🔵„ქალაქში კაცი რომ გათავდა გავიგეთ, მაგრამ...“ - რაზე წუხს კესარია აბრამიძე