Digest Logo

„ბრძოლის გარეშე ლგბტქი უფლებები ჯერ არსად და არავის მოუპოვებია“ - ბოლქვაძე

1624968130
უფლებათადამცველი ნინო ბოლქვაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ იურისტი, ნინო ბოლქვაძე სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლისკენ მოუწოდებს. ნინო აცხადებს რომ ლგბტ თემის წევრებს საქართველოში დამცირებისა და შეურაცხყოფის ატანა უწევთ, ხელისუფლება კი მათ დასაცავად არაფერს აკეთებს.

„ერთხელ და საბოლოოდ უნდა დასრულდეს ფაშისტური იდეების მხარდაჭერა საქართველოში. უნდა დასრულდეს მოძალადე ხელისუფლის თვითნებობა და კანონზე მაღლა დგომა!

ქვიარებო, როდემდე უნდა ვითმინოთ ზემოდან ყურება, დაცინვა, დამცირება, მუდმივი სტრესი და ცხოვრების ცუდი ხარისხი?! როდემდე უნდა დავუხაროთ თავი ყველას და ველოდოთ როდის მოესურვებათ ჩვენი აღიარება თანასწორ მოქალაქეებად?!

თქვენ გეტყვიან რომ ახლა თქვენი დრო არ არის, რომ პოლიტიკური ძალები ისარგებლებენ თქვენი გულწრფელი პროტესტით, რომ საჯარო შეკრება თქვენი უფლებების დაცვისთვის ეფექტური ინსტრუმენტი არ არის, რომ ჯერ ძალიან სუსტები ხართ.

თქვენ გეტყვიან რომ თქვენი უფლება საჯარო სივრცეში იგრძნოთ თავი უსაფრთხოდ და არ დაექვემდებაროთ სიტყვიერ და ფიზიკურ თავდასხმებს საერთოდაც არ არის პრიორიტეტული და ჯერ სოციალური და ეკონომიკური უფლებებია დასაცავი.

მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, თუ რა არის ყველაზე მტკივნეული ჩვენს ყოფაში, ჩვენ ხომ ვიცით რომ სიტყვები ხშირად ისეთივე ბასრია როგორც ცივი იარაღი და ისეთივე მტკივნეული როგორც ღრმა ჭრილობა, ზიზღით სავსე გამოხედვა კი წლობით სიცოცხლეს გვართმევს.

წელს გაცილებით უფრო მეტნი ვართ და უკეთ გვაქვს გააზრებული ჩვენი მდგომარეობა და გამოწვევებიც, რომელთა წინაშე ვდგავართ.

წელს უფრო მეტი მხარდამჭერი გვყავს ვიდრე ოდესმე გვყოლია ქვეყნის შიგნით.

წელს უნდა დავდგეთ ერთმანეთის გვერდით და რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერიც დავიყენოთ გვერდში. მზად უნდა ვიყოთ წინააღმდეგობისთვის და მისი დაძლევისთვისაც.

ბრძოლის გარეშე ლგბტქი უფლებები ჯერ არსად და არავის მოუპოვებია“, - წერს ნინო ბოლქვაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ...“ - ნუკი კოშკელიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

სოფო შევარდნაძეს პანიკის შეტევა დაემართა

„15-17 წლის გოგოს მშობლებო შეიჭყიტეთ, რა ხდება მათ „ინსტაგრამებზე“