Digest Logo

„ჩალიჩობენ“, რომ რამენაირად შეაშინონ ის, ვინც ერთხელ არის აცრილი, რომ მეორე დოზა აღარ გაიკეთონ“ - რას წერს ბაკურ სვანიძე

1630218929
ბაკურ სვანიძე

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და  „ფერომედის" კლინიკის ექიმთან დაკავშირებით წერს, მისი თქმით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ექიმი ვაქცინაციის შემდეგ გარდაიცვალა ტყუილია. 

„პანიკიორების და მავნებლების მხილება ფაქტებით! ყურადღება! ეს პოსტი ქვეყნდება "ფერომედის"
ექიმების თხოვნით! მათ კოლეგაზე, დამსახურებულ ექიმზე ბადრი ბურჯანაძეზე იდება ტყუილი
ინფორმაცია, თითქოს ის ვაქცინაციი ს შედეგად გარდაიცვალა!

ეს სქრინები არის ჩემი საუბრები "ფერომედის" კლინიკის ექიმთან და ბატონი ბადრის უახლოეს მეგობართან! თავად წაიკითხეთ! ნახეთ რაც ხდება სინამდვილეში და ნუ აჰყვებით პანიკას რომელსაც განზრახ ავრცელებენ ვიღაც ნაგვები.

ეჭვი მაქვს სხვა ცნობებიც ადამიანების ვაქცინის შედეგად გარდაცვალების შესახებ ზუსტად ასეთივე
"სიმართლეა"!!!! ამას უნდა აკეთებდეს ჯანდაცვის სამინისტრო და არა მე! მაგრამ უპატრონო ქვეყანაში
ვცხოვრობთ ალბათ და რა გაეწყობა!

გაადიდეთ ეს ფოტო და წაიკითეთ ყურადღებით! ეს არის აშკარა
მავნებლობა!!!! მთავრობა - გონს მოდით, გონს!!!!,“- წერს ბაკურ სვანიძე.

„ვაჟკაცები კი არა, ყველაზე დიდი პანიკიორები ეგენი არიან. თან პრიმიტიული ტვინის მქონენი. ახლა შეეშინდათ, ეს ხალხი მეორე დოზითაც რომ აიცრება და მერე ბუსტერითაც და არავინაც არ გაიჟუჟება, მერე რაღა ვქნათო? ჰოდა ჩალიჩობენ, რომ რამენაირად შეაშინონ ის, ვინც ერთხელ არის აცრილი, რომ მეორე დოზა აღარ გაიკეთონ და მერე თქვან - აი, გადაგარჩინეთ, თორემ მეორე დოზა რომ მიგეღოთ, დაიღუპებოდითო

და ჰგონიათ, რომ ამ ტყუილებით მართლა გადააფიქრებინებს დიდ მასას მეორე დოზის გაკეთებას. ასეთი პრიმიტივები არიან...“- წერს ბაკური კომენტარებში.