
დღეს, 18 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა. მთავრობის მეთაურმა თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა და განაცხადა:
„ნებისმიერი მოქალაქის მიმართ, კანონის აღსრულება, თუ ეს საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასა და მოქალაქეების უსაფრთხოებას, ეს არის მიუღებელი. ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მაშინ, როცა გადაზღვეული იქნება ყველა რისკები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ შექმნის დეესკალაციის რისკებს. რადგან მე ვერ მივაღწიე ჩემს გუნდთან შეთანხმებას ამასთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა. პოლარიზაცია არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი რისკი, რასაც ვერ დავუშვებ“.
პრემიერის გადადგომას სოციალურ ქსელში ასე ეხმაურებიან:
ნანუკა ჟორჟოლიანი:
„მეგრელი მაინც მეგრელია, რა. იცის რა დროს წავიდეს და როგორ წავიდეს.
აბა ბატონო ბიძინა, ირაკლი კობახიძეს თუ დანიშნავთ პრემიერად, პირობას ვდებ რომ შემიყვარდებით“.
თორნიკე შარაშენიძე:
„ვამბობდი ჭკვიანი კაცია-მეთქი... ახლა არ გააღმერთოთ იმათმა ვინც სულ ლანძღავდით“.
ხატია სიჭინავა:
„კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ 20 ივნისსაც არაფერი ჰკითხეს“.
ნატო დუმბაძე:
„ბატონო პრემიერო ახალი გუნდით იქნებ მოხვიდეთ! ჩვენ ბევრნი ვართ და თქვენ გიჭერთ მხარს!
არ მიგვატოვოთ!“
იუნა შაფათავა: 
„გახარიას გადადგომას სული ჩაჰბერა ჩაფსმულმა ვირთხა გამყიდველებმა....
სულ მკიდია ის „მთავრობა“.. გამყიდველები ნახე.....მართლა ბნელა იქ!“
გია ხუხაშვილი:
ამ დაუმსახურებლად ამბიციურ, ფობიებით, კომპლექსებით და უპრინციპობით გაჟღენთილ გარემოში კიდევ დიდ ხანს გაძლო...
დავით დარჩიაშვილი:
გახარიამ იკაცა. ეს ვერ ჩამოწერს ყველაფერს უკვე განვლილ-გაკეთებულს, მაგრამ იკაცა.
ნინო ნადირაძე:
გახარიაზე ამბობდნენ, ფსბ-ს აგენტიაო და, გამოდის აშშ იმარჯვებს საქართველოში? God bless America .
ქეთი დევდარიანი:
გახარიას აღარ უნდა, მეორედ შეიტენოს, შეშინებული ბიძინას და მისი დაცვის უფროსის საქციელი.
ქოცების რეიტინგს დიდწილად გახარია განსაზღვრავდა. ამიტომ მისი წასვლა ქოცურ გონორს კარგად შეარყევს.
ქვეყანა შედის კიდევ უფრო უაზრო და ბინძურ ფაზაში. ჰაკიმ-ფაშას ბაირამობა იწყება. იმედია, სულ ცოტა ხნით !
თამარ ჩერგოლეიშვილი:
გახარიას ქება იმის გამო, რომ რისკზე არ წავიდა ზედმეტი მგონია.
და ნერვებს მიშლის.
იაგო ხვიჩია:
აირია მონასტერი.
ელისო კილაძე: 
წავიდა და დაგვიტოვა ცხოველების ფერმა-კალაძე,მდინარაძე,თალაკვაძე,კობახიძე,სუბარი და ი დრუგიე... ჰაკიმ ფაშა სადაა ?! რა კომიკური დიქტატურაა
ნიკა გვარამია:
„ყოველთვის ყველაფერი მეგრელების საკეთებელი რავაა ამ ქვეყანაში“.
ირინა სარიშვილი:
„გახარია კი არ გადადგა, გაიქცა!
ვისაც ჭკუა გაქვთ – მიყევით!“
ელენე ხოშტარია:
„ძალიან სწორი და დასაფასებელი გადაწყვეტილებაა“.