Digest Logo

🎥 ჩემი შვილი კანკალებდა... კარების დაკეტვა ვერ მოვასწარი, მოაწვნენ და შემომიცვივდნენ - სადარბაზო სისხლითაა მოსვრილი - ხათუნა მშვიდობაძე

1625502653
სოციალური ქსელის მომხმარებელი

მოქალაქე ხათუნა მშვიდობაძე, რომელიც, იმ კორპუსში ცხოვრობს, სადაც მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისია, ფეისბუკის პირად გვერდზე წერს, რომ ღირსების მარშის მოწინააღმდეგეების მას შეცდომით სახლში მიუვარდნენ, და მისი საცხოვრებელი დააზიანეს.

მშვიდობაძის თქმით, მოძალადეების ჯგუფს მისამრთი შეეშალათ და „სირცხვილიას“ ოფისის ნაცვლად მისი საკუთრება დააზიანეს. პოსტში აღნიშნულია, რომ შედეგად ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო სახლში მყოფმა არასრულწლოვანმა.

„აი ასეთი ამბავი იყო დღეს ჩემს სადარბაზოში და აივანთან. ჯერ კიდევ აზრზე ვერ მოვდივარ. მეძინა და სადარბაზოში ჩოჩქოლმა გამაღვიძა. ინსტინქტურად კარები გავაღე რა ხდება-თქო? კარების დაკეტვა ვერ მოვასწარი, მოაწვნენ კარებს და შემომიცვივდნენ ეს ორკები სახლში. დაირბინეს ბინა ჩემი ყვირილის შემდეგ რომ მიხვდნენ რომ სხვაგან მოხვდნენ გავარდნენ.

ჩემი შვილი ბავშვი პიჟამაში ახალგამოღვიძებული კანკალებდა დედა მიშველეო. დაამსხვრიეს ყველაფერი სადარბაზოში, ჩალეწეს სადარბაზოს კარები, დანგრეულია კიბეები. მოსვრილია სადარბაზო სისხლით. მერე გავიდნენ გარეთ და ქვები დაუშინეს ჩვენს აივანს. ჩემს ზევით არის „სირცხვილიას“ ოფისი თურმე და როგორც მერე მივხვდი მათ საცემრად მიუვარდნენ. ეს ნასროლი ქვა კინაღამ მოხვდა თავში ჩემს შვილს აივანზე.

გამაგებინეთ ეს ქვეყანაა?გამაგებინეთ საქართველოს მთავრობა როგორ დაუშვით ეს? სპეცრაზმი ხომ გამოგყავთ მაშინ როდესაც თქვენს პოლიტ. პრეფერენციებში შედის მომიტინგეების დასარბევად ... როცა ამის საჭიროებაა მართლა მაშინ რატომ არ გამოგყავთ ამ ველურების დასაოკებლად. როგორ მიეცით ამ მოძალადეებს ამის უფლება? როგორ?!“ - წერს ხათუნა მშვიდობაძე.

ცნობისთვის, დღეს 5 ივლის თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილი ღირსების მარშის მოწინააღმდეგეები ლგბტ თემს, ღმერთის სახელით დაუპირისპირდა. მათი ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი საქართველოს საპატრიარქო იყო. უწყებამ მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. სასულიერო პირების ნაწილი ქართველობის დაცვის მოთხოვნით ადამიანებს ეუბნებოდნენ რომ „როცა სამშობლოს სჭირდება ვალდებულები არიან იძალადონ“.

მოგვიანებით, როდესაც დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს გასცდა „თბილისი პრაიდმა“ განაცხადა რომ „ღირსების მარში“ აღარ გაიმართება, რის საპასუხოდაც საპატრიარქომ 17 საათზე სამშვიდობო პარაკლისი გადაიხადა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

3 ჭრილობა გულმკერდის არეში აქვს მიყენებული, დაზიანებულია ფილტვი - როგორია დაჭრილი ტურისტის მდგომარეობა

„არ მჯერა, რომ უჭირდეს ჰომოსექსუალს ან ტრანსგენდერს და ადამიანმა ჩაუაროს ისე, რომ არ დაეხმაროს...“ - კასრაძე

„ეჰ, ასეთი შემართებით რომ ებრძოდეს დედა ეკლესია აზარტულ თამაშებს, ნარკოტიკებს, ოჯახურ და ბავშვთა მიმართ ძალადობას...“