Digest Logo

ჩემი შვილის მასწავლებელი ყოველ დილას სკოლაში მიდის, რათა ზუმში ბავშვებს კლასიდან ჩაერთოს და დავალებები დაფაზე დაუწეროს - თეონა ცხომელიძე

9/12/2020 • 12:43
თეონა ცხომელიძე

ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე, შვილის მასწავლებელს საჯაროდ უხდის მადლობას და წერს, რომ ის ყოველ დილას ვერიდან ვაჟაზე სკოლაში მიდის იმისთვის, რომ ბავშვებს საკლასო ოთახიდან ჩაერთოს.

„ჩემს შვილს ყოველ დილით 9 საათზე აქვს ონლაინ გაკვეთილი. ყოველ დილით 9 საათზე, როცა ყველა ბავშვი სახლიდან შედის ზუმში მასწავლებელი კლასშია. სკოლაში მიდის ხალხო ყოველ დილით ფეხით, თუ არ ვცდები ვერიდან ვაჟა-ფშაველას ძეგლთან და გაკვეთლს ატარებს საკლასო ოთახიდან, დავალებებსაც დაფაზე წერს.

მარტო იმიტომ რომ ბავშვებს კლასის განცხა შეუქმნას, გამოსახულების ფონზე რომ კლასი იყოს ამის გამო! ვერ ვიჯერებ...

Veriko Kalandarishvili საჯარო მადლობა“- წერს თეონა ცხომელიძე.