ქართველ სოპრანოს, თამარ ივერს ვოკალის პედაგოგი გარდაეცვალა.
როგორც თამარ ივერი წერს, ის მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო და ახლა ის მძიმე მდგომარეობაშია.
„ძალიან ცუდად ვარ!!! უსაყვარლესი პედაგოგი, ჩემი როგორც მომღერლის, არა მხოლოდ მაღალ ნოტებზე კონცენტრირებულის... არამედ, როგორც მოაზროვნე მომღერლის ფეხზე დამყენებელი, სიკვდილამდე ჩემი ყველაზე დიდი ქომაგი, გულშემატკივარი ადამიანი დავკარგე.
დანა კბილს არ მიხსნის.
ჩემი ტკივილი უსაზღვროა!!!! ამ ადამიანის ლომის წილი დამსახურება იყო ჩემი 1 ადგილი მოცარტის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე, რადგან პირველად სწორედ მან გამაცნო, მაზიარა და შემაყვარა მოცარტის კამერული მუსიკა, რაც შემდგომ მის ოპერებშიც დამეხმარა და მე და ჩემმა კონცერტმაისტერმა ცირა ქამუშაძემ ზალცბურგში ტრიუმფით გადავუხადეთ!!! მთელი ცხოვრების მანძილზე ის იყო ჩემი და ჩემი ხელოვნების ერთგული დამფასებელი და შემფასებელი ის ჩვენით სულდგმულობდა და სუნთქავდა მე, ნანა ქავთარაშვილი, ნონა ჯავახიძე ჩვენ ვიყავით მისი ცხოცრების მამოძრავებელი მოტორი. ძალიან განიცდიდა ჩვენი სამივეს, თითოეულ პრობლემას, წარუმატებლობას თუ მარცხს. სიტყვებს ვერ ვუყრი თავს..... ძალიან მიჭირს წერა.... მშვიდობით ჩემო ივეტა, ჩემო მენტორო, მოძღვარო, პედაგოგო და უბრალოდ..... ჩემო უდიდესო ერთგულო ადამიანო.
ოდესმე იქაც შევხვდებით“, - წერს თამარ ივერი.