ალბათ, გახსოვთ, სკოლის ექსკურსიაზე გარდაცვლილი 16 წლის მოზარდის, სოფი ნიკოლეიშვილის დედის, ლანა ნიკოლეიშვილის პოსტი სოციალური ქსელიდან. სადაც ის წერდა, რომ მზადაა დაეხმაროს სტუდენტ გოგოს, რომელმაც უმაღლეს სასწავლებელში წელს ჩააბარა და საცხოვრებელი ბინისა და თავის რჩენის საშუალება არ აქვს.
როგორც ლანა წერს უკვე იპოვა გოგო, რომელიც მასთან იცხოვრებს.
„მეგობრებო!
ჩემთან მცხოვრები გოგონა უკვე შევარჩიე. ახმეტიდანაა. მხოლოდ ადამიანური კრიტერიუმით. მან მოხსნა თავისი კანდიდატურა, სხვათა სასარგებლოდ. მეტის თქმა აქ ზედმეტია.
დანარჩენ ბავშვებზე ვიზრუნებთ თქვენი კეთილშობილი გადაწყვეტილებით, ერთობლივი ძალებით, თუ როგორ დავაბინავებთ მათ. ვეცდებით ისეთი ფართის ბინები მოვძებნოთ სადაც ორი ან სამი გოგონა შესახლდება. მერე, როცა გათვითცნობიერდებიან, იპოვიან მეტ საშუალებას და ალბათ თავად გადაწყვეტენ თუ როგორ გააგრძელონ ამ რთულ ყოფაში ბრძოლა სწავლისა და შრომისათვის.
ყველა სტუდენტს, რომელიც დაბინავებული იქნება ჩვენ მიერ, მოეთხოვებათ სწავლა მაქსიმალური შედეგებით. ამას პირადად გავაკონტროლებ. უნდა მიიღონ მაღალი დონის ცოდნა. მხოლოდ ეს მოთხოვნა მექნება მათთან.
კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ადამიანობა არსებობს!“_ წერს ლანა ნიკოლეიშვილი.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ: