Digest Logo

„ჩვენი თანამებრძოლი იყო რიონის ხეობაში... გმირები არ კვდებიან...“ - მეგობარი ბიჭზე, რომელმაც სიცოცხლე სხვის გადასარჩენად გაწირა

1625423181
შოთა ქარსელაძე

თბილისში, ორთაჭალაში, მტკვარში დამხრჩვალი ახალგაზრდა კაცის, შოთა ქარსელაძის შესახებ მეგობარი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და გარდაცვლილის შესახებ წერს.

როგორც სტატუსიდან ვიგებთ, ის რიონის ხეობის ერთ-ერთი თანამებრძოლი ყოფილა. 

„შოთა ქარსელაძე, რომელმაც დღეს მტკვარში მოზარდი გადაარჩინა და თავად დაიღუპა ჩვენი თანამებრძოლი იყო რიონის ხეობაში...

ამ რამდენიმე კვირის წინ, როცა გუმათჰესიდან ექსკურსიაზე მყოფი ბავშვი რიონში გადავარდა სწორედ მან გადაარჩინა... დღეს კი მტკვარმა წაგვართვა მისი სიცოცხლე.... მშვიდად განისვენე ძმაო გოშე... გმირები არ კვდებიან.

იმედი მაქვს სახელმწიფო სათანადო პატივს მიაგებს სამოქალაქო გმირ შოთა ქარსელაძეს (გოშეს),“- წერს ლაშა მესხი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„მანამდეც ჰქონდა რაღაც ამის მსგავსი გაკეთებული, მაშინ გადარჩა... უშვილძიროდ წავიდა, თავადაც ობლობაში გაზრდილი კაცი…“ - მეზობელი კაცზე, რომელმაც სიცოცხლე სხვის გადასარჩენად გაწირა

თავმდაბალი და ვაჟკაცი იყო, სულ სხვის გადარჩენას ცდილობდა - ილო ბეროშვილი ბიჭზე, რომელმაც 14 წლის გოგო დახრჩობას გადაარჩინა, თვითონ კი, დაიღუპა