Digest Logo

„ბედისწერაა, როგორი სახელიც ჰქონდა, ისეთი ამბავი მოუვიდა“ - ვინ იყო ბიჭი, რომელმაც 14 წლის გოგო დახრჩობას გადაარჩინა, თვითონ კი დაიხრჩო

1625395236
მაშველი

ტრაგედია მოხდა დღეს ორთაჭალაში, 36 წლის ბიჭი, რომელმაც 14 წლის უცნობი გოგო გადაარჩინა, მდინარე მტკვარში დაიხრჩო. 

გარდაცვლილი 36 წლის შოთა ქარსელაძეა, რომელმაც ცურვა არ იცოდა.

გარდაცვლილი მსახიობ ილო ბეროშვილის მეგობარი იყო. „დაიჯესტი“ მსახიობს დაუკავშირდა, რომელიც ჩვენთან საუბრისას გარდაცვლილის შესახებ საუბრობს.

„უკარგესი ადამიანი იყო, რომელიც ყველას ეხმარებოდა და ყველას გვერდში ედგა, სწორედ ამით იყო გამორჩეული.

თავმდაბალი, წყნარი, ჩუმი და ვაჟკაცი ბიჭი იყო.

ბედისწერაა, როგორი სახელიც ჰქონდა, ისეთი ამბავი მოუვიდა, სულ სხვის გადარჩენას და დახმარებას ცდილობდა. ყველასთვის სიკეთის გაკეთება უნდოდა,“- ამბობს „დაიჯესტთან“ ილო ბეროშვილი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„15 წლის გოგოს, საკუთარმა მამამ საქალწულე აპკი თითით გაურღვია“ - ბაბუამ კი, სიმართლის გაგების შემდეგ თავი ჩამოიხრჩო

„არვიცი ამხელა სიყვარული რატომ დავიმსახურე... ეს დღე განსაკუთრებულ დღედ აქციეთ...“ - ანუკი არეშიძის დაბადების დღე და დაბნეული გამომწერები