ქართველი კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში სერბეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და პარალელს ქართველებზე ავლებს. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა გვერდში დგომა არ იციან.
„სერბეთი გამოვიდა ჯოკოვიჩის მხარდასაჭერად, რომ ავსტრალიის სლემზე ითამაშოს.
ჩვენთან მოხუცები და ბავშვები კვდებიან შიმშილით და გარეთ არ გავდივართ, ესაა რეალობა.
არცერთი მთავრობა არაა შუაში გასდით და აკეთებენ.
ხალხშია პრობლემა, გვკიდია ერთმანეთი და მეტის ღირსები ვართ.
სერბეთიც არანაკლებ გამწარებული ქვეყანაა, მაგრამ ერთად დგომა იციან.
ლაშა ტალახაძეს რომ არ უშვებდნენ, რომელიმე ჩემპიონატზე გამოვალთ ასე გარეთ? არა მგონია“, - წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„შეიძლება იყოს გვირაბის ბოლოს სინათლე“ - რას წერს ბიძინა კულუმბეგოვი