ჟურნალისტი კოტე ინაშვილი გუშინ გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ავტოავარიაში დაიღუპა. როგორც ირკვევა, ავტომობილში მარტო იმყოფებოდა. გარდაცვლილი პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის ძმა იყო. მომხდარს სოციალურ ქსელში ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია გამოეხმაურა.
„სამეგრელოში ასე ამბობენ: „და რომ ძმას იტირებს, იმ ადგილზე ბალახი აღარ ამოდისო“.
როგორ მინდა ეს სიმწარე გაგინელო., ეს ჭრილობა დაგიამო...
ვისაც არ უნახავს, როგორი სიყვარულით და ნდობით გიყურებდა ხოლმე კოტე, ის ვერ მიხვდება თქვენი და-ძმობის სიძლიერეს...
ძალიან მიყვარხარ. მინდა გამაგრდე, უფრო გაძლიერდე! ახლა, ასეთი სჭირდები კოტეს ხსოვნას და მისი სიცოცხლის გაგრძელებას“, - წერს ხათუნა ხოფერია.
ასევე დაგაინტერესებთ👇