Digest Logo

„სანამ ქვეყანა ფიქრობს, რომ დიქტატორის სისულელეების მოსმენა არის მთავარი საქმე...“ - რას წერს ზაზა წერეთელი

1638513883
ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში წერს, რომ გერმანიაში კოვიდ ვაქცინაცია თებერვლიდან სავალდებულო გახდება.

„სანამ ქვეყანა ფიქრობს, რომ დიქტატორის სისულელეების მოსმენა არის მთავარი საქმე ამ მომენტში...


ბრეიქინგ „ნიუსი“!!!

გერმანიაში კოვიდ ვაქცინაცია თებერვლიდან სავალდებულო გახდება, განაცხადა კანცლერმა ანგელა მერკელმა!!

გერმანია ასევე დააწესებს დამატებით ეროვნულ შეზღუდვებს სოციალურ კონტაქტზე არავაქცინირებული ადამიანებისთვის - რასაც ადგილობრივი მედია აღწერს, როგორც „ჩაკეტვას არავაქცინირებულისთვის".

კერძოდ მათ შეეძლებათ შევიდნენ მხოლოდ სასურსათო მაღაზიასა და აფთიაქებში დისკოთეკები და კლუბები უნდა დაიხუროს, თუ შემთხვევების რიცხვი გარკვეულ ზღვარს მიაღწევს, ასევე განაცხადა კანცლერმა.

Covid-ის მდგომარეობა „ძალიან სერიოზულია", გააფრთხილა მერკელმა, შემთხვევები ძალიან მაღალ დონეზე და ვაქცინის მიღება ჯერ კიდევ უფრო დაბალია გერმანიაში, ვიდრე ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანაში.

წარმოგიდგენიათ, გერმანია, დაახლოებით 70% აცრით, აცხადებს, რომ ვაქცინაცია დაბალიაო“, - წერს ზაზა წერეთელი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„მე რომ მივალ მასთან, რა ვკითხო - კანსტანტინ, როგორ ხარ -მეთქი? რა უნდა მიპასუხოს - ბონდო ბიძია, აღარ ვარო?! რატომ აღარ ხარ“ - ბონდო მძინარაშვილის ემოციური წერილი

🔵„ძუძუ რომ მოაჭამა” მაგის ხარჯებსაც ედავება პროკურატურა?” – ანა წითლიძე სააკაშვილზე

🔵„ერთ დღეს მართლა ავფრინდები დედი. ხომ გჯერა ჩემი? მოვალ შენთან, ჩამოვჯდები ცივ ქვაზე“ - ემიგრანტის ემოციური წერილი გარდაცვლილ დედას

🔵„სანამ საქართველო აგრძელებს ანტივაქსერების მოფერებას, ევროკავშირმა უნდა განიხილოს სავალდებულო ვაქცინაცია ევროპაში“ - ზაზა წერეთელი