Digest Logo

დაუჯერებელი ამბავი: ბავშვი, რომელიც 25-ე კვირას დაიბადა კლინიკიდან გაწერს

1631187176
ბავშვი

„ბაუს საერთაშორისო საავადმყოფო“ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ბავშვი, რომელიც 550 გრამი იყო და 25-ე კვირას დაიბადა კლინიკიდან გაწერს. 

„ჩვენი ნეონატოლოგების კიდევ ერთი გამარჯვება და კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე.

გოგონა, რომელიც დაბადებისას სულ 550 გრამს იწონიდა, დღეს გაეწერა ახალშობილთა რეანიმაციის განყოფილებიდან.

ლივია ღრმად დღენაკლული 25-ე კვირაზე დაიბადა.

შემდეგ იყო ძალიან რთული გზა ბევრი პრობლემით, უძილო ღამეებითა და პატარ-პატარა გამარჯვებებით, განცდებითა და ემოციებით ...

დედა, რომელიც ერთი წამითაც არ დაეჭვებულა, რომ პაწაწუნა ლივია, ექიმებთან ერთად, აუცილებლად დაძლევდა ამ ყველაფერს და ყველას თავად აიმედებდა.
სამი თვის შემდეგ ყველამ ერთად სასწაული მოვახდინეთ, გავიმარჯვეთ და ლივია უკვე თავის მშობლებთან და უფროს და-ძმებთანაა
დღეს ჩვენი საყვარელი გოგონა ყველა იმ ადამიანმა გააცილა, ვინც უდიდესი წვლილი შეიტანა მის გადარჩენაში“,-ვკითხულობთ საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აგრეთვე წაიკითხეთ 👇

🔵ვაქცინაციის ლატარია - როგორ შეძლებთ გათამაშებაში ჩართვას?

🔵„დედა შედიოდა საპირფარეშოში და უნიტაზს უთბობდა ბიჭს… არ ქნათ დედებო ეს ამბავი“ – გიორგი სუხიტაშვილი

🔵„ეს დედაჩემია. რაც თავი მახსოვს, სულ მორიგეა... სამუშაო დატვირთვა არ იკმარა და დამატებითი მორიგეობები აიღო, კოვიდიანი პაციენტების მოსავლელად“