Digest Logo

„დავიღუპე… როგორ ვიცოცხლებთ დედიკო და მე არ ვიცი… ჩამოიქცა ცა… უსასრულოდ…“ - დიკა სალაყაია გარდაცვლილ დაზე

1638873537
სალაყაია

კორონავირუსით კიდევ ერთი ორსული ბაკო სალაყაია გარდაიცვალა. რამდენადაც ცნობილია ის მეორე შვილზე იყო ფეხმძიმედ. როგორც მისი ახლობლები წერენ, ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, თუმცა ის იმდენად მძიმედ იყო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დღეს ბაკოს დამ,  მწერალმა დიკა სალაყაიამ მისი ფოტო და ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:

„დავიღუპე… როგორ ვიცოცხლებთ დედიკო და მე არ ვიცი… რატომ დავიღუპე არც ეს ვიცი…
ერთ თვიანი ბრძოლა, ომი, უწყვეტი ლოცვა… დედაჩემის ვედრება და…. „დედაშენს უთხარი მისი შვილი იცოცხლებსო“ - ლევან რატიანის ეს სიტყვებიც… არაფერი ყოფილა ამ ქვეყანაზე?!
მადლი და სიკეთე არ იკარგებაო და …. ხვალ საღამოს სახლში, ხობში მეყოლება ჩემი ანგელოზი და ზეგ, ხუთშაბათს სახლიდან გავაცილებთ იქ…. იქ სადაც არ ვიცი, არსებობს თუ არა ამის მერე კიდევ რამე….
ვერავის გპასუხობთ… მადლობა ყველას… მაგრამ არაფერი მესმის… არაფერიიიი ჩემი ბაკო…. ჩემი ერთადერთი დაიკო… ჩამოიქცა ცა… უსასრულოდ…“, - წერს დიკა სალაყაია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„აღარ გვყავს... გული გაჩერდა“ - გიგა ბოკერიას მამა გარდაეცვალა

🔵„ამის გამო სიბნელე გამოაცხადო ნორმად და ცხოვრებისთვის საუკეთესო გარემოდ – ამაზე დიდი ყეყეჩობა და სირეგვენე ნამდვილად არ ვიცი!“ – დავით გადელია

🔵მიხეილ ცაგარელის 7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი