კორონავირუსით კიდევ ერთი ორსული ბაკო სალაყაია გარდაიცვალა. რამდენადაც ცნობილია ის მეორე შვილზე იყო ფეხმძიმედ. როგორც მისი ახლობლები წერენ, ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, თუმცა ის იმდენად მძიმედ იყო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ბაკოს მეგობრები ასე ემშვიდობებიან:
ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე:
„საშინელი და ტკივილიანი დილა გაგვითენე Bako Salayaia, რატო დაგვაკლდი. ჩემო უთბილესო და უსაყვარლესო მამიდა Tamila Gvasalia, ჩემო დიკა სალაყაია (Dika salakaia) რით განუგეშოთ ან რა დაგიწეროთ გული მტიკვა ბაკო სულ თვალწინ მიდგას ჩვენი ბავშვობა, შენი გიჟობები და თითოეული სიმღერები. რამხელა ტკივილი ხარ.“
„ყველაზე ბედნიერი ოჯახი ჰყავდა, მეორე ბავშვის მოლოდინში რას წარმოიდგენდნენ რომ კორონა ყველაზე ბედნიერ ოჯახს ყველაზე უბედურად აქცევდა. ბავშვი გადარჩა , მაგრამ კორონას ვერ მოერია დედა, რომელმაც ახალშობილი შვილი ვერ ნახა. ჩემი საოცარი გოგო. როგორი დამანგრეველი და დაუჯერებელია.“
ჟურნალისტი მზეკო ჟვანია:
მე მყავდა ერთი ძალიან საყვარელი, კეთილი და ტკბილი მეგობარი Bako Salayaia
ბაკო სალაყაიას ხსოვნას!
უფალს, კარგები მიჰყავსო მხოლოდ,
შენც ანგელოზად გარდაისახე,
და როგორ მიმძიმს შენზე ვთქვა, როგორც -
ცისკენ აფრინდი, გარდაიცვალე…
რამდენ სიყვარულს,
რამდენ ოცნებას
და რამდენ ნატვრას ვერ აისრულებ,
ეჰ, როგორ მიმძიმს შენზე წარსულში
საუბარი და ვერც დაგიძახებ
ისე შორსა ხარ,
თან, ისე ახლოს,
სხვა სამყაროში გადაინაცვლე,
ეჰ, როგორ მიმძიმს
და როგორ მტკივა,
თეთრ ანგელოზად გარდაისახე…
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„კატასტროფა გარდაუვალია“ – ზურაბ გურული
🔵დღეს მოიმატებს ჭორებისა და ინტრიგების ალბათობა- დღის რჩევა
🔵„პირბადის ტარების სამარცხვინო მაჩვენებელი გვაქვს“ - გამყრელიძე
🔵„ძალიან ცუდი პერიოდი იწყება ... “ - მიხეილ ცაგარელის შემაშფოთებელი პროგნოზი