Digest Logo

„დედაჩემზე იყო მძიმე ჭორი, რომ ცუდად არის... ჩვენ ძალიან პირადულად ვაკეთებთ ყველაფერს" - სააკაშვილის უმცროსი ვაჟი განცხადებას ავრცელებს

1633255756
სააკაშვილი

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უმცროსი შვილი, ნიკოლოზ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და დედამისზე აგორებულ ჭორებს ეხმაურება. მისი თქმით, არავინ იცის რა ხდება მათ ოჯახში, რადგან ამ სიტუაციაში პირადულად აკეთებენ ყველაფერს.

„ჭორებს არასდროს ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ ამ რთულ პერიოდში და ამდენ დრამაში მესმის რომ მძიმე და გაბუქებული ჭორების დაჯერება ადვილია. ამ პოსტს ვწერ, რომ მივმართო ხალხს და ჭორებს:

ცნობისთვის, მე ვარ 15 წლის და თბილისში 1 5 წელია ვცხოვრობ სანდრასთან ერთად.

უმჯობესია, რომ კრიტიკული იყოთ და არ აჰყვეთ ფეისბუკ (და სხვა სოციალური მედიის) კომენტარებს და ” ჭორიკანა” გვერდებს. ვისწავლოთ, რომ კრიტიკული ვიყოთ ყველა გამოქვეყნებული ინფორმაციის მიმართ და დავსვათ შემდეგი კითხვები:

საიდან იციან? სანდო წყარო აქვთ? რა მესიჯის გადმოცემას ცდილობენ? ვის ინტერესში შედის ეს?

ზოგადად რა ნარატივი აქვთ? დედაჩემზე იყო მძიმე ჭორი, რომ ცუდად არის, რა თქმა უნდა სრულიად სისულელეა. მე შემიძლია ვთქვა, რადგან დედაჩემთან ერთად ვარ სულ, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ მესმის რომ შეიძლება დამაჯერებლად გამოიყურებოდეს.

მოკლედ, რას ვამბობ: არაფერი არ იცით, ამ სიტუაციაში ჩვენ ძალიან პირადულად ვაკეთებთ ყველაფერს და უბრალოდ შეუძლებელია, რომ პრესამ ან ნებისმიერ ფეისბუკ პიროვნებამ ან თუნდაც სუსმა იცოდეს, რა ხდება ჩვენ პირად ცხოვრებაში. ნებისმიერი ჭორის წყარო არის უბრალოდ ფანტაზია.

იყავით კრიტიკული, იყავით ძლიერი, გაუფრთხილდით თავს და მეორე ტურში აუცილებლად ხმა მიეცით ცვლილებას”,- წერს ნიკოლოზ სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ჩემ თვალში შენ ხარ ტყემალი" - ნიკა გვარამია გიგი უგულავას მიმართავს

🔵„მიკროფონი დაუბრუნე და ემას მიესალმე, თორემ პატრულს გამოვიძახებ" - გვარამია თეა წულუკიანს მიმართავს

🔵„რამდენი საიხარული მოგაქვს ამ ქვეყნად შენი სიკეთით..." - ნიკა გვარამია გაბუნიას მიმართავს

🔵„ეგ მემართებოდა დიეტის მეათე დღეს" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

🔵VIDEO: ვინ არის ქართველი გოგო, რომელმაც ბერძნულ „ვოისში" ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა

🔵„თბილისში გარდაუვალი მეორე ტურია, თუ მთლად თავზე ხელი არ აუღია ცესკოს" - ინგა გრიგოლია

🔵„ქუთაისმა ოცნება დაამარცხა!... ვიგებ და შედეგები აღარ შეიცვლება" - ხატია დეკანოიძე

🔵ილია მეორემ არჩევანი გააკეთა