Digest Logo

„დღეს ეს გოგო გაფრინდა… გული მაქვს გახეთქვაზე...“ - ვინ არის 30 წლის ქალი, რომელიც კორონავირუსმა შეიწირა და 14 დღის შვილი დარჩა

1625950081
კორონა

თბილისში კორონავირუსით ახალგაზრდა ქალი, 30 წლის ქეთევან ისაკაძე გარდაიცვალა. მას 14 დღის შვილი დარჩა. ინფორმაციას გარდაცვლილი ქალის მასწავლებელი, ნონა სალაღაია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ჩემი მოსწავლე იყო, სულ რამდენიმე თვე. ეს სურათი მისი გვერდიდან უნებართვოდ ჩამოვტვირთე, იმედია, მაპატიებს. ასეთი სინატიფე იშვიათად მინახავს, ყოველი მისი მოსვლა ისე მიხაროდა და თან იყო უზომოდ თავმდაბალი, კეთილი და კეთილგანწყობილი.

ორი კვირის წინ იმშობიარა და ძალიან ამაყი იყო, რომ მან ეს შეძლო. დღეს ის კოვიდმა დაამარცხა. ისეთი შოკია, ისე მტკივა ქეთი, ისეთი უსამართლო ყოფილა ბუნება შენ მიმართ, მაშინ როცა მეგონა, რომ არაფერი არ დაენანა და ყველა სიკეთე შენ დაგაბერტყა თავისი კალთით. მშვიდად განისვენე ალბათ ზეცაში მოგიხდიან ბოდიშს, რომ საკუთარ შვილს ასე სასტიკად მოგაშორეს.​ მენანები, საოცრად მენანები.“- წერს პედაგოგი.

„დღეს ეს გოგო გაფრინდა… არ ვიცი რა ვთქვა, რა დავწერო… კოვიდმა დაამარცხა, არა და 2 კვირის წინ დედა გახდა, ისე უხაროდა, ისე ელოდა თავის ნანატრ შვილს და კოვიდმა არ აცადა ბედნიერება… აიცერით ხალხნო, გული მაქვს გახეთქვაზე, ასეთი ჯოჯოხეთი არ მინახავს, უდიდესი ტრაგედიაა ქეთის სიკვდილი! ცრემლები მახრჩობს, ქეთი.

მეგობრებო, არ ვაპირებდი თქვენს დამძიმებას, მაგრამ როგორც ჩანს სანამ მსგავსს ტრაგედიას არ წავაწყდებით, მანამდე ხალხს კოვიდის არ სჯერა! უნდა ვაზიაროთ სანამ არ შევიგნებთ იმას რომ აცრაა ჩვენი ერთადერთი გამოსავალი! უმორჩილესად გთხოვთ, აიცრათ და ავირიდოთ მსგავსი უბედურება,” – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:👇

🔵 რას ამბობს ლევან რატიანი „დელტა“ შტამის სიმპტომებზე და მოსალოდნელ საფრთხეზე

🔵 VIDEO: „თქვენ ახალ ინდურ შტამს ვერ გადაიტანთ“

🔵 „7 ადამიანის სიკვდილი წუთში“ – ბიძინა კულუმბეგოვი შემაშფოთებელ ინფორმაციას აქვეყნებს