Digest Logo

„დღეში 50-მდე შავი ტომარა გამოდის საავადმყოფოებიდან... ნეკროლოგების კედლად იქცა აქაურობა!“ - ექიმის ემოციური პოსტი

1629376888
ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი

ექიმი, ანი ქავთარაძე ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდვითარებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს. 

მისი თქმით, საავადმყოფოებიდან დღეში 50-მდე შავი ტომარა გამოდის, რაც ქვეყნისთვის კატასრტოფულად დიდი მაჩვენებელია.

ექიმი მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდებს, რათა ეპიდსიტუაცია დასტაბილურდეს.

„ნეკროლოგების კედლად იქცა აქაურობა!

რანაირად ვუძლებთ ამ ყველაფერს ხალხო, რანაირად ვართ მშვიდად?! რანაირად ვუყურებთ მკვდარს მკვდარზე!

ახლა უკვე ახალგაზრდებს და ორსულებსაც...

რანაირად არ ვითხოვთ პასუხს იმაზე, რომ ადამიანები უბრალოდ გაწირეს სიკვდილისთვის....

დღეში 50 ადამიანი!

დღეში! დღეში! ერთ დღეში!

50-მდე შავი ტომარა გამოდის საავადმყოფოს კედლებიდან, ჩვენ კი ვითვლით, ვითვლით დაუსრულებლად, ყველას ერთად, 24 საათის მანძილზე და შემდეგ, საერთო ჯამს ვამატებთ...

ნუთუ სიტყვა - პასუხისმგებლობა დაგვავიწყდა?!

ნუთუ იმისთვის ვითხოვდით ეკონომიკის გაჩერებას და გამოკეტვას ასეთი დღეები გაგვთენებოდა?!

ნუთუ იმისთვის რომ ასე არ მოვმზადებულიყავით?!

ყველაზე ცუდ სცენარშიც ვერ წარმოვიდგენდი მსგავსს!!!

ძალიან უნდა მოინდომო ადამიანმა, ძალიან უნდა დაძაბო გონება, რომ მსგავსი განვითარება მისცე პროცესს!!

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ ულხინდა პანდემიამდეც, მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა მორყეული ეკონომიკა და ჯანდაცვა,იმდენად მცირე რიცხვოვანი ერი ვართ, პანდემიის მართვა შეიძლებოდა ძალიან რაციონალურად, ლოგიკურად და მშვიდად....

ჩემს ტვინში უბრალოდ ვერ ლაგდება მოვლენათა ის განვითარება, რომელიც გვაქვს, დასაწყისიდან დღემდე.

როგორ ვუძლებთ?! როგორ ვიტანთ?!

მე უბრალოდ არ მესმის!“, - წერს ქავთარაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„ნუ ეთამაშებით სიკვდილს! გთხოვთ, აიცერით! “ - ნანა გეგეჭკორი მოქალაქეებს მიმართავს

🔵„ბოდიში, ვერ დაგეთანხმებით... კოვიდით ავადდება აცრილიც და აუცრელიც“ - რატომ უპირისპირდება იუნა შაფათავა ამირან გამყრელიძეს

🔵„26 დღეა აქ ვარ... 10 წუთის წინ მოვიდა ექიმი და მითხრა...“ - ატირებული თამუნა თანდაშვილი და სასიხარულო ამბავი