Digest Logo

„დიდ ტკივილს დავატარებდი გულით... ლაშამ ჩემი სოსო გამიცოცხლა" - ლაშა ბექაურის დედის პირველი კომენტარი 

1627568520
ლაშა ბექაური

ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის დედა პირველ კომენტარს სოციალურ ქსელში აკეთებს. ამბობს, რომ ის გულით მისი ძმის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილს ატარებდა, თუმცა ლაშას გამარჯვებამ მისი ცხოვრება შეცვალა.

„მადლობა უფალს დიდი სიხარულისთვის. ყველა ადამიანს, სრულიად საქართველოს, შოკის მომგვრელი სიხარულისთვის. lasha bekauri-მა გააერთიანა ერი, ბერი, არავის ახსოვდა კონფლიქტები, პოლიტიკა, ყველა ქომაგობდა, უყურებდნენ და ბოლოს დიდმა სიხარულმა მოიცვა მთელი საქართველო... ჩემი ამბიცია ცხოვრებაში ადამიანების ურთიერთგაგება, გატანა, მხარდაჭერა და სიყვარულია!!! არაფერი გვიშლის ხელს. გვიყვარდეს ერთმანეთი ქართველებს! ერთმუშტად შეგვკრას დიდმა სიხარულმა (როგორც ვიცით ხოლმე)! მადლობა ადამიანებო, ჯერ ისევ სიხარულით გამოწვეული შოკი მაქვს! არა და დიდ ტკივილს, მოუშუშებელს დავატარებდი გულით. გულით, რომელიც ლაშას ბიძამ, ჩემმა ძმამ წაიღო. ლაშამ ჩემი სოსო გამიცოცხლა! ჩემი გული აამზიანა და დიდი სიხარულით შეცვალა. მადლობა დედი ამისთვის, ყველაფრისათვის! გილოცავ დედი. მიყვარხართ, მიყვარხართ, მიყვარხართ ქართველებო!",- წერს ლაშა ბექაურის დედა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„ომში მაცილებ დეო?“ – ნახეთ, რა უთხრა ლაშამ დედას ტოკიოში გამგზავრებამდე

VIDEO: ლაშა ბექაურის პირველ კომენტარი - „ჩვენ ეს ყველამ ერთად შევძელით,დიდი მადლობა ჩემს ქედებს და გუდამაყარს“

VIDEO: „მინდოდა დიდი მოჭიდავე გავმხდარიყავი“ - ნახეთ, რას ამბობდა ლაშა ბექაური 12 წლის წინ