Digest Logo

„დიდხანს სცადა დედამიწაზე დარჩენილიყო, მაგრამ ყველაფერი დასრულდა" - ეკა ჩიკაშუა გარდაიცვალა

1632930321
ეკა ჩიკაშუა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ცნობით, უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სამსახურის უფროსი ეკა ჩიკაშუა გარდაიცვალა.

„ჩვენ ლამაზი მეგობარი გვყავდა...

„მეგობრის სიკვდილი საკუთარი სულის ნაწილის სიკვდილს ჰგავსო" - გუსტავ ფლობერი წერდა...

ჩვენს უნივერსიტეტსაც მოუკვდა თავისი სულის სამი დიდი ნაწილი ამ რამდენიმე დღეში...

კაფკას არ იყოს, იქნებ, ცხოვრების აზრი მართლა ისაა, რომ ოდესმე ის წყდება...

მაგრამ როგორი ძნელია ერთი კვირის რადიუსში კიდევ ერთი მეგობრის, კიდევ ერთი კოლეგის სიკვდილს შეხვდე...

შეხვდე და იგრძნო... იგრძნო და გეტკინოს...

ეკა ჩიკაშუა, ჩვენი უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სამსახურის უფროსი აღარაა.

აღარაა კიდევ ერთი დიდი სიკეთე დედამიწაზე...

აღარაა კიდევ ერთი არაჩვეულებრივი დედა, მეუღლე, მეგობარი, შვილი, პროფესიონალი...

დიდხანს იბრძოდა...

დიდხანს ცადა, დედამიწაზე დარჩენილიყო... მაგრამ... ყველაფერი დასრულდა...

თუმცა, ვინ იცის, რა სრულდება სიკვდილით და რა იწყება მის მიღმა?

თუმცა, ვინ იცის, სად ჯობს და რატომ?

ორი მცირეწლოვანი შვილის დედისთვის დედამწიაზე დარჩენა სჯობდა, ცხადია...

ამიტომაც იბრძოდა ასეთი თავგანწირვით სიცოცხლისთვის, ალბათ...

ეკა ჩიკაშუამ დაასრულა „ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა“...

ჩვენ „ლამაზი მეგობარი გვყავდა“, - აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„გაურთულდა კოვიდი... ილოცეთ ნათიასთვის" - ჯონდი ბაღათურიას მეუღლე კოვიდს ებრძვის

🔵სატელევიზიო გადაცემა „შორენას ეფექტი" ეთერში აღარ გავა

🔵მაია ასათიანმა „რუსთავი 2" -ის შემდეგ „TV პირველიც" დატოვა

🔵„თუ ამ სიმპტომებს შენიშნავთ, ბავშვები სკოლაში არ წაიყვანოთ" - პროფესორი მშობლებს აფრთხილებს

🔵VIDEO: „ისევ აზვირთდა ჩვენი გოწი და მგონი ამჯელად ალ ტკუობს" - იუნა შაფათავა მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს