Digest Logo

„დილიდან ავრცელებთ დეზინფორმაციას, რომ ამერიკა თავის მოქალაქეებს არ უშვებს საქართველოში… მითხარით და მე გადაგითარგმნით” - ნახეთ, რამ გააბრაზა ნინჩო ჯიბლაძე

1627918774
ნინჩო ჯიბლაძე

დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ამერიკის მთავრობა თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ საქართველოში არ იმოგზაურონ.  ამ ფაქტს სოციალური ქსელით ჟურნალ ok-ის რედაქტორი, ნინჩო ჯიბლაძე გამოეხმაურა და ამბობს, რომ სინამდვილეში ეს გაფრთხილება ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება.

„ყველას მოგიწოდებთ, წაიკითხოთ ტექსტი, უმარტივესი ინგლისური ენაა გამოყენებული. წაიკითხეთ და თუ კიდევ ვერ გაიგებთ, რა წერია, მითხარით და გადაგითარგმნით. თეთრზე შავით, უმარტივეს ენაზე წერია, რომ ამერიკის მთავრობა მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, არ იმოგზაურონ მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რადგან იქ ამერიკა ვერ დაიცავს. ვინც დილიდან ავრცელებთ დეზინფორმაციას, რომ ამერიკა საკუთარ მოქალაქეებს არ უშვებს საქართველოს არაოკუპირებულ ნაწილზე, ან უბრალოდ ინგლისური არ იცით, ან კიდევ ძალიან ცუდ საქმეს სჩადიხართ. არ მინდა ასეთი რამის წარმოდგენაც კი. მიზანმიმართული სიცრუის ტირაჟირება, რაც აზიანებს საკუთარ ქვეყანას, ძალიან ცუდ რამეს ნიშნავს”,- წერს ნინჩო ჯიბლაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„ღმერთმა იცის, რამდენჯერ გავყოლივარ უკან მეტროდან მარტო ამოსულ გოგოს" - ზურა ბუდაღაშვილის ემოციური მიმართვა საზოგადოებას

ჩხოროწყუში მანქანა ხიდიდან გადავარდა - დაღუპულია ერთი პირი

„ორი კვირაა რაც რძალი ხარ და ვერ დაორსულებულხარ, ამიტომ ერთს შევალოცინე შენზეო” – ნახეთ რა მოხდა ერთ-ერთ სოფელში