Digest Logo

„დილით იბრძოდა პაციენტი ჩემ პალატაში, წამი და დამთავრდა! ქალმა ხმაც ვერ ამოიღო ისე წავიდა შავ პარკში“ - კოვიდინფიცირებულის ემოციური პოსტი

1628017889
საავადმყოფო

კოვიდინფიცირებული თამუნა თანდაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ აუცილებელია მოქალაქეების აცრა, რათა ვირუსი მძიმე ფორმებში არ განვითარდეს.

„ჯერჯერობით ისევ რეანიმაციაში ვარ, იუმორი არ მყოფნის, მეც კარგი მშიშარა ვყოფილვარ.

დღეს დილით იბრძოდა პაციენტი ჩემ პალატაში და მასთან მთელი მედპერსონალი.

წამი და დამთავრდა! ქალმა ხმაც ვერ ამოიღო ისე წავიდა შავ პარკში.

მთელი საავადმყოფო ახველებს, ბოროტ მულტფილმებში რომ ქუხს შენობები და ზანზარებს.
ასეთი გაუფასურებული სიცოცხლე არასოდეს მინახავს, აიცერით რა!“ - წერს თამუნა თანდაშვილი.