ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, ლაშა ლაშქარავამ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულში, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მას ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
სოციალურ ქსელში ლექსოს გვერდზე მისი ნათესავი პატარაობაში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და ძალადობას გმობს.
„არა ძალადობას! ძალადობა სირცხვილია! მე და ლექსო“,- წერს ნათია კახიძე.