ახალციხელი ექთანი, რომელიც ასტრაზენეკას ვაქცინის მიღების შემდეგ კომაში იმყოფებდა, გარდაიცვალა. მას მთელი საქართველო გულშემატკივრობდა. მეგი ბაქრაძე 27 წლის იყო, ჰყავდა მეუღლე და 2 შვილი. მან ვაქცინა საკუთრი ნებით გაიკეთა და საზოგადოებასაც მოუწოდა, რომ აიცრან.
პრეპარატის მიღებიდან რამდენიმე საათში მედიკოსი კომაში ჩავარდა.
ის ახალციციდან თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. მედიკოსები ყველაფერს აკეთებდნენ მის გადასარჩენად, მაგრამ მდგომარეობა დამძიმდა და ის 19 მარტს გარდაიცვალა.