„ქართული ხმების“ სოლისტი, ზურა ბაკურაძე უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. მომღერალს რამდენიმე დღის წინ დედა გარდაეცვალა.
ზურა ბაკურაძის სიკვდილი ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, მის მიმართ ემოცირუსი სტატუსები არ წყდება, ამჯერად ზურას ერთ-ერთი მეგობარი სოციალურ ქსელში ლექსს აქვეყნებს, რომელიც „ქართული ხმების“ სოლისტს მიუძღვნა.
„პოეტად არ გამოვდგები, მაგრამ დავწერ გულით, უთბილესი, უკარგესი, აგრესია ნული,
არც წყენა და არც ბოღმა არ გქონია, ზური, პეიზაჟზე გადახედვა შენ გიყვარდა გულით.
ცხრაჯვარზეც შენ ამიყვანე, ვერ ვივიწყებ, ზური. რაჭველების სიამაყე მშვიდი, დინჯი სულით.
შენ მართალო, შენ ალალო, “ბოშუნიკა”, ზური. შეხვედრამდე! ხსოვნა იყოს! თავანკარა სულის!,“- წერს ლექსო ფრანგიშვილი.
❎აგრეთვე დაგაინტერესებთ:
რას წერდა ზურა ბაკურაძე დედაზე, რომელიც მის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა