Digest Logo

ემოციური ვიდეო – „საბურთალოს“ გუნდი გიორგი შაქარაშვილს იხსენებს

1624091132
შაქარაშვილი

„საბურთალოს“ საფეხბურთო გუნდი გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების წლისთავთან დაკავშირებით ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს.

ვიდეოში გიორგი შაქარაშვილს მისი მეგობრები იხსენებენ.

„ერთი წელი გავიდა ტრაგიკული დღიდან, ძალიან გვიმძიმს ყველას, მაგრამ ისე მალე გავიდა ეს დრო, თითქოს ჩვენთანაა. ყველა ვარჯიში და თამაში გიოთი იწყება და მთავრდება. ყველა გამარჯვება მას ეძღვნება“,- ამბობს გიორგი შაქარაშვილის ერთ-ერთი მეგობარი.

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი, გასული წლის 18 ივნისს მცხეთის ტერიტორიაზე გაუჩინარდა...

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, შაქარაშვილის ცხედარი მყვინთავებმა წყალში ნახეს.

გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის თაობაზე ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე მიმართა.

ამ ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა...