Digest Logo

„ენა ლამის გადამეყლაპა, ისეთები ვნახე... თუ რამე რჩევები გაქვთ, ძალიან გთხოვთ, მითხარით" - რას წერს ნუკი კოშკელიშვილი

1631632343
ნუკი კოშკელიშვილი

ტელესახე და ინფლუენსერი, ნუკი კოშკელიშვილი სოციალური ქსელში გამომწერებს მიმართავს. ნუკი კოშკელიშვილი ამ სეზონზე „ნიჭიერის“ ერთ-ერთი წამყვანი იქნება. ის ამ თემაზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და გამომწერებს რჩევებს სთხოვს.

„რატომ? პირველი: იმიტომ, რომ 6 წელია, აღარ მიმუშავია ტელევიზიაში და ოდესღაც კარგები უკან რომ ბრუნდებიან და გაბანძებულები არიან, ეგ არ მინდა ვიყო. მეორე: აი, კარგ „პალასაზე” რომ ხარ, თითქოს არავინ გლანძღავს, სოციალურ ქსელში დადებითი ემოცია მოდის და შეირგე, რა, ახლა ცუდი რომ ვიყო, წამოვა სიძულვილის ტალღა.. მესამე: ჩემამდე ისეთ მაგარ ადამიანებს მიჰყავდათ გადაცემა, რომ ცოტა კომპლექსდები, ნერვიულობ შენ თუ შეძლებ ასე. ხომ მიხვდით, ვღელავ….

ბახუტა ძალიან ნიჭიერია და მისთვის არაფერი წარმოადგენს პრობლემას საერთოდ.. ბევრს კი ვნერვიულობ, მაგრამ თან ვხვდები, რომ ყველაზე მაგარი სეზონი იქნება, მონაწილეები არიან სასწაული!!!!!!!! არნახულ შოუს გპირდებიან პროდიუსერები, პირველ კასტინგზე ენა ლამის გადამეყლაპა, ისეთები ვნახე და კინაღამ მუცელი გამისკდა სიცილისგან, ყველაფერი იქნება. ჩემი, როგორიც წამყვანის გეგმაა, ვიყო, რაც ვარ, ვიბაცნო, ვიცინო, გაცინოთ და ვიხალისო. თუ რამე რჩევები გაქვთ, ძალიან გთხოვთ, მითხარით. როგორი გინდათ იყვნენ მე-10 საიუბილეო სეზონის წამყვანები?

პ.ს ბახუტას წავაკითხებ კომენტარებს, „ინსტაგრამი“ ჯერ არ აქვს, მაგრამ არ ინერვიულოთ, შებმის პროცესში ვარ, მალე გავაკეთებინებ!”, – წერს ნუკი კოშკელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც შემოდგომა ახალ სიცოცხლეს მოუტანს

🔵„მარტო საკუთარ თავზე ხომ არ უნდა იფიქრო... ამდენი ახსნა საჭირო არც არის" - ვის მიმართავს ნანი ბრეგვაძე

🔵აქვს თუ არა უფლება ოჯახის ექიმს შეგიცვალოთ ვაქცინის მეორე დოზა - თამუნა გოდერიძის განმარტება

🔵„საუბარი იმაზე, რომ ვაქცინაში თხევადი კრისტალია, რომლის საშუალებითაც გვმართავენ, არაკომპეტენტური განცხადებაა“ - მეუფე ნიკოლოზი

🔵„საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც კოვიდ ვაქცინების საერთოდ არ სჯერა" - რას წერს ზაზა წერეთელი