ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში საზოგადოებას არჩევნებზე წასვლას და ხმის მიცემისკენ მოუწოდებს. ამბობს, რომ ხვალიდან ყველაფერი შეიცვლება და ქვეყანა აღმშენებლობას დაიწყებს.
„აქ უნდა იყოს დიდი მესიჯი, როგორ გვეუბნებოდნენ, რომ მიშა მშვიდობიანად არ დათმობდა 2012 წელს ძალაუფლებას, მაგრამ საქართველოს ისტორიაში პირველმა, როგორ გადააბარა მშვიდობიანად ხელისუფლება.
შემდეგ, როგორც გვეუბნებოდნენ, რომ ვერ დათმობდა კარგ ცხოვრებას უკრაინაში და ვერ ჩამოვიდოდა.
შემდეგ, როგორ გვარწმუნებდნენ მისი აქ ჩამოსვლით დაპირისპირების ესკალაცია მოხდებოდა, მაგრამ გაღიმებული მიშა და ცოტა ბედნიერიც მგონი:) როგორ ჩაბარდა ხელისუფლებას.
ამიტომ არაფერს არ დაუჯეროთ, რასაც გეუბნებოდნენ მეგობრებო. ენდეთ თქვენს თვალებს, ისტორიას და ენდეთ გულს.
აუცილებლად წადით არჩევნებზე და შემოხაზეთ ნებისმიერი - „ოცნების" გარდა. ხვალიდან მოვრჩეთ იმისიანის და ამისიანის ძახილს და ერთად ავაშენოთ ეს ქვეყანა.
ახლა მხოლოდ შენების, სიყვარულისა და ერთად ყოფნის დრო მოდის. მხოლოდ გამარჯვების და არავის დამარცხების.
როგორც სხვების გადარჩენის დროს, ყველა ლარი მნიშვნელოვანია, ახლა ქვეყნისთვის ყველა ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵VIDEO: ჟურნალისტმა შეყვარებულს საარჩევნო უბანთან ხელი სთხოვა
🔵რა წერია წერილში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ციხეში დაწერა
🔵სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა
🔵ვინ არის მიხეილ სააკაშვილის 23 წლით უმცროსი რჩეული - ფოტოები