საქართველოს კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი მომღერალ ზურა დოიჯაშვილის დასახმარებლად შექმნილ სპეც. ანგარიშზე დარიცხულ თანხასთან დაკავშირებით ფეისბუქ გვერდზე წერს:
„ერთი საათიც არაა, რაც დავდეთ ზურა დოიჯაშვილის დახმარებისათვის სპეც. ანგარიში და ძალიან ჩვეულებრივმა ადამიანებმა დაიწყეს თანხების ჩარიცხვა. აი, ესაა საქართველო! ყველაფრის მიუხედავად - გაჭირვებისა, პანდემიისა - ადამიანები ეხმარებიან ზურას და მის ოჯახს, რათა ის დავაბრუნოთ თავის სამშობლოში. უღრმესი მადლობა!!! მადლობას კიდევ გადაგიხდით მე პირადად ყველას პარასკევს მარათონის მსვლელობის დროს. სიკეთე გადამდებია. იხარეთ! მიყვარხართ", - წერს ოქიტაშვილი.
სს „საქართველოს ბანკი“
ბანკის კოდი - BAGAGE22
ანგარიში - GE06BG0000000498478658
მიმღები - ტურიზმის განვითარების ასოციაცია
დანიშნულება - ზურა დოიჯაშვილისთვის.
ცნობისთვის, მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.