ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
„დილით გარდაცვლილი იპოვა დედამისმა ლოგინში… მიზეზი ჯერ არ იციან,“ – წერს ლევან შერმადინი სოციალურ ქსელში.
როგორც ცნობილია, ლაშა ლაშქარავამ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულში სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მას ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჯერჯერობით უცნობია გარდაცვალების მიზეზი.
როგორც ოპერატორის დედა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტავს, არ უნდოდა შვილის ცხედრის ექსპერტიზაზე გადასვენება.
მისი მეუღლე, ირინა ლომსაძე სოციალურ ქსელში წერს: ეს ბრაზი სად წავიღო.
„ირააა როგორ მეწყინა ვიზიარებ...
როგორ კარგად მახსოვხართ იმ დღეს ლექსო და შენ.ძალიან გული მეტკინა“ - უწერენ კომენტარებში.