სოციალური ქსელის მომხმარებელი წერს, რომ მის დას კოვიდკლინიკაში მუშაობის დროს ხელფასი 219.52 ლარი ჰქონდა. როგორც ლანა ოსიშვილი ამბობს, მედპერსონალს 24 საათის განმავლობაში შესვენებისთვის 10 წუთიც კი არ ჰქონდა.
„ეს ჩემი დის ხელფასია, როცა კოვიდ კლინიკაში მუშაობდა. 24 საათის განმავლობაში 10 წუთიც კი არ ჰქონდა შესვენებისთვის დრო. მორიგეობიდან სახლში მოსულს, რამდენიმე საათში უკან იბარებდნენ, კადრების ნაკლებობის გამო.
ამ დროს ვიღაცები ლატარიაში აცრილებზე თანხას ათამაშებენ. ამაზე სამარცხვინო საქციელი კიდევ რა შეიძლება იყოს, როცა მედპერსონალი ამ მდგომარეობაშია არ ვიცი. დღეს ჩემი და უკვე მეორე თვეა გერმანიაშია სამუშაოდ, სწავლის გადასახადისთვის და სამომავლო გამოცდებისთვის თანხის გამომუშავებისთვის. თვის ბოლოს ბრუნდება და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ ჭაობში და მყრალ ქვეყანაში დიდხანს არ მოუწიოს გაჩერება! არ იმსახურებს ეს ქვეყანა შრომისმოყვარე, განათლებულ და პროფესიონალ ახალგაზრდებს", - წერს ლანა ოსიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ანტივაქსერების საყურადღებოდ... მინდა, გაცნობოთ რომ...“ - თამუნა თანდაშვილის მიმართვა