მსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში ქართველ კაცებზე საუბრობს. ამბობს, რომ საქართველოში ქალები ემიგრაციაში იმიტომ მიდიან, რომ ქართველ ქმრებს გაექცნენ.
„ძალიან გთხოვთ, თქვენს სულით მახინჯ მოღალატე ქმრებს და საყვარლებს ჩემთან ნუ ეძებთ და თქვენს უიღბლობას და არასწორ ურთიერთობებს სხვა ქალებს ნუ აბრალებთ.
კიდევ ერთხელ, ყველას გასაგონად ვამბობ: საქართველოში კაცი არის ქალი! მოკვდა ქართველი კაცი და არ ვაპირებ განხილვას. ჩემს გვერდზე ქალის შეურაცხმყოფელი კომენტარი არ მიიღება და კაცის აზრს მნიშვნელობა არ ენიჭება. უპირატესია ქალის აზრი, ქალის მენტალობა, ქალის გადაწყვეტილება. ჩემს ცხოვრებაში ეს სულ ასე იყო და დარჩება. ყველა ქალს, რომელიც რაიმე სახით დამოკიდებულია მამაკაცზე, ვურჩევ, გადახედოს საკუთარ როლს საკუთარ ცხოვრებაში. მე ყოველთვის გიჭერთ მხარს, მაგრამ პროვოკატორებს გირჩევთ, თავი არ შეიწუხოთ.
მე პირადად არ ვარ მარტო არასდროს, მაგრამ არავის ვისაკუთრებ და არავის ვეკუთვნი, თავისუფალი ვარ და ეს ჩემი პირადი არჩევანია! ქართველი კაცი ჩემს გვერდზე უკვე წლებია, არ ყოფილა და აღარასოდეს იქნება, ქართულად ვამბობ, მგონი. ზღაპრები თქვენთვის შეინახეთ. ქართველი კაცი ჩემში სიბრალულის და ზიზღის გარდა, თავისი დაბალი ინტელექტის და უუნარობის გამო, არაფერს იწვევს. მე, როგორც ქალი, საკუთარ თავს პატივს ვცემ და არ მივცემ არასოდეს თავს უფლებას, ქართველი კაცი ჩემი საზოგადოებით ვასიამოვნო.
მიიღეთ როგორც მანიფესტი და მანტრა!
არიან გამონაკლისები, მაგრამ ისინიც, მხოლოდ მეგობრებად აღიქმებიან. კაცის ფუნქციას ქართველი კაცი ჩემთვის მოკლებულია, ჩემი განვითარების საფეხური უსწრებს მათ ათასწლეულებით და ეს ჩემი აღქმა, იმედია, ბევრ გაწამებულ ქალს დაგაფიქრებთ. სულის სიღრმეში, ქართველი ქალი ემიგრაციაში/ უფრო სწორად, სამუშაო მიგრაციაში მიდის, რადგან გაურბის უუნარო კაცს, და დედის ფუნქციაში გადადის, საკუთარი თავის საზიანოდ და ეს უნდა ვაღიაროთ. ქართველი კაცი მოკვდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქართველი ქალი არ არის და არ იქნება ბედნიერი. კიდევაც არიან და იქნებიან. და იქნება უფრო მეტი ბედნიერი ქართველი ქალი, საკუთარ თავს როცა მიიღებენ და შეიყვარებენ.
ქართლის დედა, როგორიც იყო მეომარი, შვილების დედა და სტუმართმოყვარე, მარტო, ცხოვრების ომში, ისე დარჩა და ვამაყობ, რომ ძლიერები ვართ! ბედნიერებას გისურვებთ ყველას! თავისუფლებას არ სჯობს არაფერი!
თავისუფლება და არჩევანის თავისუფლება -ბედნიერებაა", - წერს იუნა შაფათავა.
ასევე დაგაინტერესებთ👇