Digest Logo

„ეს იქნება საშვილიშვილო საქმე"- ემიგრანტები გიორგი ღოღობერიძეს კლინკის აშენებაში დაეხმარებიან

1624306109
კლინიკის მშენებლობა

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ახალი ინიციატივა გაჩნდა. ქართველ ემიგრანტებს სურთ გიორგი ღოღბერიძეს კლინიკა აუშენონ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ემიგრანტების იმედის, შოთო სიხარულიძის გვერდი წერს.

,,გიორგი ღოღობერიძის და შოთო სიხარულიძისნაირმა ადამიანებმა გაიხარონ და ემრავლოთ საქართველოში! ჩვენი სურვილია ეს და ძალიან კარგი იდეაა, მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივას და განხორციელდება ისევ ჩვენი დახმარებით, ქართველი ემიგრანტების, დიახ! შოთო სიხარულიძე "ემიგრანტის კლინიკას" არქმევს მას, ის ზრუნავს ჩვენზე, ქართველ ემიგრანტებზე, ხოლო გიორგი ჩვენი ემიგრანტების ჯანმრთელობაზე. მთელი ეს დრო ბატონი გიორგის რჩევებით გადავრჩით იტალიაში და დარწმუნებული ვარ საბერძნეთის, საფრანგეთის და სხვადასხვა ქვეყნის ემიგრანტებიც ასეა! ბრავო ჩვენც თქვენს გვერდით ვართ! წარმატებები ბატონ გიორგი ექიმს!

როგორც დაინახეს წარჩინებული, ჭკვიანი ახალგაზრდა დაესივნენ შურიანები!!! მაგრამ არაფერი გამოუვათ!!!! ბატონო გიორგი, ნუ დაყრით ფარ-ხმალს თქვენ ჩვენს სიყვარულს იმსახურებთ!!!!!! წარმატებები!!!!!!!
იმდენი ემიგრანტი ვართ, რომ დავბრუნდებით კი დაგვჭირდება ექიმები. კარგი კლინიკა დაგხვდება . ეს იქნება საშვილიშვილო საქმე.


2 მილიონი ემიგრანტი ვართ, ყველამ ერთი წლის განმავლობაში რომ დაირიცხოს თანხა ყოველ თვეში, რამდენიც ექნებათ, სურვილით, ან ფიქსირებული... ვისაც უნდა მეტს დარიცხავს. საუკეთესო შედეგს მივიღებთ.
შოთო სიხარულიძე გიორგი ღოღობერიძე, ჩვენც გიერთდებით ამაში, ყველა ქვეყნის ემიგრანტს, ვის რამდენიც შეგვიძლია, დავეხმაროთ და ერთიანად ავაშენოთ კლინიკა, სადაც გიორგიმ იმუშაოს და შურიანი, არა ექიმები, რომლებიც ფულის კეთებით არიან დაკავებული, სჯობია სახლში დასხდნენ, უკვე დროა. ვინც გიორგისნაირი მცოდნე, ნიჭიერი და ერთგულია ავადმყოფების მიმართ, იმათმა უნდა იმუშაონ, რომ ასეთ გაჭირვებულ ადამიანებს სიცოცხლე შეუნარჩუნონ.
წარმატებები გიორგის

მთელი ემიგრანტები და არა მარტო, გვერდში დავუდგებით.
ერთადერთი ე ქ ი მ ი ა, ვისაც ნამდვილად გული შესტკივა ხალხის ჯანმრთელობაზე"- წერს გვერდი შოთო სიხარულიძე ტკბილი ფორთოხალი.