Digest Logo

„ეს მოძრაობა ჩემთვის დღეს დამთავრდა... ეს ხალხი ქრისტიანები არ არიან...“ - ბაია პატარაია „რიონის ხეობის მცველებზე“

1625478808
უფლებადამცველი ბაია პატარაია

 „რიონის ხეობის მცველები“ პრაიდის წინააღმდეგ თბილისში მოდიან.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე საპატრიარქოს მოწოდების გამო გამოდიან და აპირებენ, რომ დაგეგმილ პარაკლისს დაესწრნენ. აქციაზე მოდიან მოძრაობის სხვა ლიდერებიც – მაკა სულაძე, ვარლამ გოლეთიანი.

სწორედ ამ ამბავს გამოეხმაურა უფლებადამცველი, ბაია პატარაია და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

„ეს მოძრაობა ჩემთვის დღეს დამთავრდა... და საერთოდ, არც ერთ აქტივისტს არ ვაღიარებ, ვისთვისაც ადამიანის უფლებები უნივერსალური არ არის და არც ერთ ქრისტიანს არ ვაღიარებ, ვისაც თავისი მოყვასი არ უყვარს.

ეს ხალხი ქრისტიანები არ არიან, რამხელა ჯვარიც არ უნდა დაიკავონ აწი ხელში. ქრისტიანობა სიყვარულია. ვისაც სიძულვილი ამოძრავებს, ის ღმერთის სახელს ამაოდ ახსენებს“.