ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი პაციენტებს, რომლებსაც თანმხლები დაავადებები აქვთ, ვაქცინაციის მიუხედავად, პანდემიის დროს პირბადის ტარებასა და დისტანციის დაცვას სთხოვს.
„get vaccinated, act unvaccinated“ – „აიცერი, მაგრამ მოიქეცი ისე, როგორც არავაქცინირებული“ ანუ ატარე პირბადე, დაიცავი დისტანცია, ხშირად დაიბანე ხელები!
ეს მოწოდება ეხება პაციენტებს შემდეგი მდგომარეობებით:
- კიბო
- ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია
- ორგანოთა გადანერგვა
- სიმსივნის ღეროვანი უჯრედებით მკურნალობა
- პირველადი იმუნოდეფიციტი
- აივ ინფიცირება
- ორალური და ინტრავენური სტეროიდების ან სხვა იმუნოსუპრესანტების (ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი, მეტოტრექსატი, მიკოფენოლატი, რიტუქსიმაბი...) მიღება აი - და იყავი დაცული!“ - წერს კულუმბეგოვი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„ჩემთვის სექსი სკოლაში არ უსწავლებიათ და გადასარევად ვარ ამ ამბავში“ - სალომე ასათიანი