Digest Logo

„ეს ორი საოცრება გოგო, დები არიან. გუშინ ყველა იყო საოცრად ბედნიერი და ტკბებოდნენ სიცოცხლით, არცერთი და, ამ ორიდან აღარაა აქ!“

1632123992
გარდაცვლილი გოგოები

სოციალური ქსელის მომხმარებელი ლელუკა ლაშხი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და ორი ახალგაზრდა გოგოს შესახებ წერს.

„ეს ორი საოცრება გოგო, დები არიან. ლელა და ბუბა. ორივე ჩემი მეგობარია.

მათი უსაოცრესი დედა მარინა წიკლაური, ასევე ჩემი მეგობარი და შიოს ქართულის მასწავლებელი.

გუშინ ყველა იყო საოცრად ბედნიერი და ტკბებოდნენ სიცოცხლით.
არცერთი და, ამ ორიდან აღარაა აქ!

ვინმე გაბედავს და იტყვის, რომ სადმე იმედი და რამე არსებობს, რითაც ახლა შემიძლია ან მარინა ვანუგეშო, ან ლელა და ბუბა, რომ უკეთეს სამყოფელშია?

საერთოდ რაზე ვდარდობთ, ვჩხუბობთ და ვიბრძვით ხალხნო? აზრზე ვარ სად ვართ, ან რატომ ვართ?
რამე სამართლის ნაირი არსებობს? სრული ისტერიკა მაქვს.

ესენი იყვნენ ჩემი ფავორიტი გოგოები. ორივე შიოზე აფრენდა. ლელა ოცნებობდა, პარიზში გადამეღო მისთვის ფოტოები. ბუბას დახალული გოგო შევარქვი.

ყბა მიკანკალებს შიშისგან!“,- წერს ლელუკა ლაშხი.

როგორც პოსტის ავტორი კომენტარებში წერს, „ორივე სახლში იპოვეს გარდაცვლილი. დეტალების დადგენას ვცდილობ, თუმცა ამ დისტანციიდან ძნელია“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ამოგლეჯვაზე მაქვს გული, თავი სიზმარში მგონია“ - ბათუმის თეატრის მსახიობი გარდაიცვალა

🔵ვერაზე მოკლული ნიკა კვარაცხელიას საცოლის პირველი კომენტარი

🔵„მრცხვენოდა ექიმთან მისვლა, 15 წელი გრძელდებოდა ეს, საკუთარი თავი დაკარგული მყავდა“ - რას იხსენებს თამთა ჭელიძე