ფსიქოლოგი, ტრენერი და ინტელექტ კლუბ „რა? სად? როდის?“ წევრი, ცვატა ბერძენიშვილი საზოგადოებას კიდევ ერთხელ ახსენებს რომ ადამიანები ყოველდღე ინფიცირდებიან, კვდებიან და ვაქცინის გაკეთებისგან თავის შეკავების დრო აღარ არის.
„რაჭა-ლეჩხუმში ალბათ ბევრი ვყოფილვართ, ალბათ ბევრსაც გვიყვარს - კარგი მხარეა, კარგი ხალხი ცხოვრობს - გულღია, მხიარული, სტუმართმოყვარე და ა.შ.
ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ამ შესანიშნავ მხარეში მუნიციპალური ცენტრები - ცაგერი, ონი და ამბროლაური - სრულად გაქრეს. სამი ქალაქი უცებ აღიგავოს პირისაგან მიწისა, მთელი თავისი მოსახლეობით ისე, რომ ვერც ერთი ადამიანი ვერ გადარჩეს, როგორი რეაქცია გვექნება? - ალბათ ჭკუიდან გადავალთ, გავგიჟდებით, გადავირევით და ა.შ. - სრულად სამართლიანად და ლოგიკურად.
სანამ ბევრი ადამიანი (მათ შორის, სამწუხაროდ, ბევრი ჩემი მეგობარიც) თავისუფლების ჭუ*** წელავს და „ვისაც უნდა აიცრას, ვისი რა საქმეა, რატომ ამუნათებთ???“ ტექსტებით მოძრაობს, ფიგურალურად უკვე მოხდა ის, რაც ზემოთ აღვწერე - საქართველოში კორონავირუსით უფრო მეტი ადამიანია მკვდარი, ვიდრე ზემოხსენებული სამი ქალაქის მოსახლეობაა ჯამურად (ეს ოფიციალურად - რეალურად უფრო მეტი მსხვერპლი იქნება).
ეს სტატუსი ხომ წაიკითხეთ? ახლა გააგრძელეთ სქროლვა და „პირადი თავისუფლების“ ჭუ**ს წელვა,
რელიგიური თუ სხვა საბაბით მოტივირებულ ანტივაქსერულ მასტურბაციაზე აღარც შევჩერდები“, - წერს ცვატა ბერძენიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„კოვიდიანი ხალხი გარეთ დადის, უთხარით მათ, რომ მოუწევთ მკაცრი სასჯელი“ - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი
„არც ერთი ასეთი გადაწყვეტილება არაა იოლი, მაგრამ..." - თათა ჩიკვილაძემ „მთავარი არხი“ დატოვა
გახდება თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო? - ეკატერინე ტიკარაძის განმარტება