Digest Logo

„გადაიტანა კოვიდი, პნევმონია ისე, რომ არ გაუხდია თეთრი ეკიპირების ფორმა... სახლში 7 შვილი და ფეხმძიმე მეუღლე ელოდება“

1607081637
კორონა და ექიმი

ანუკა გულიაშვილი საზოგადოებას ქართველი ექიმის, გიორგი ჩაფიჩაძის შესახებ უყვება და წერს, რომ ეს ადამიანი პანდემიის დაწყების დღიდან, დღემდე კორონავირუსის წინააღამდეგ იბრძვის.

„დაიჯესტი“ ანუკა გულიაშვილის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„ბევრი იწერება გმირობებზე, კრიტიკაზე, ქაოსზე, სისტემაზე, პრობლემებზე, ადამიანებზე, სისუსტეებზე და სიმამაცეებზე.. პირად ემოციებზე და ურთიერთდამოკიდებულებებზე… მე თუ მკითხავთ, ასეთი გარემოებები ადამიანების ფასეულობების ყველაზე კარგი ინდიკატორია …

ყველა ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია, რასაც მორალური ღირებულებები, საქმე და გარემოებები გვკარნახობს, მაგრამ ამ ყველაფერში თუ ვინმეა გასახსენებელი, გამოსარჩევი ჩემი მეგობრებიდან, პირველი ეს ბიჭი მიდგას თვალწინ…რაც ეს პანდემია დაიწყო, ალბათ კლინიკიდან მხოლოდ კალენდარზე გაწითლებულ დღეებში გადის… გადაიტანა კოვიდი, პნევმონია, სიცხეები ისე, რომ არ გაუხდია თავის თეთრი ეკიპირების ფორმა.. მუშაობდა კოვიდ-ინფიცირებულებთან.. როცა სახლში 7 შვილი და ფეხმძიმე მეუღლე ელოდება.. ყველაზე მაგარი მამა, მეუღლე, მეგობარი, ექიმი და უბრალოდ ადამიანია… ასე დინჯად და ჩუმად გაიარა მთელი ეს შვიდი თვე, ვერც კი წარმოიდგენს, რომ ვინმე მასზე დაწერს.. მაგრამ უბრალოდ, მომინდა დამეწერა.. მეთქვა, რომ სადღაც ჩუმად თქვენთვის ასეთი ადამიანები თავის ცხოვრებას უკან იტოვებენ… წარმატებები და ბევრი ასეთი ადამიანი იდგეს ჩვენს სადარაჯოზე…

#სუპერმეგობრებიმყავსმე”, – წერს ანუკა გულიაშვილი სოციალურ ქსელში.