სცენარისტი და იუმორისტი ნიკა ქავთარაძე, თბილისში ავსტრალიელი ქალის ცხედრის პოვნის შემდეგ სოციალურ ქსელში აქვეყნებს და მმართველ გუნდს უმოქმედობაში ადანაშაულებს.
„გამოვა ახლა გომელაური/კობახიძე/ რომელიმე და იტყვის კამერის წინ - “ეს მკვლელობა საშინელებაა, მაგრამ მკვლელობები ყველგან ხდება“.
მერე შევა ოთახში და წაიბუზღუნებს ოდნავი ბრაზით - „როგორ უმართლებთ ამ დედ*****ულ ოპოზიციას“
ასე უყურებს ეს მთავრობა ადამიანსაც და ქვეყანასაც“, - წერს ქავთარაძე.
ცნობისთვის, ავსტრალიელი ქალი შანაე ბრუკი საქართველოში დაიკარგა და ის გარდაცვლილი იპოვეს.