Digest Logo

„განცხადებები, სადაც მავანნი წერენ ვაქცინის მომაკვდინებელ შედეგებზე, არის უზნეობა საკუთარი თანამემამულეების მიმართ!..“

1627383418
მეცო-სოპრანო თამარ ივერი

ცნობილი სოპრანო, თამარ ივერი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამორალურად მიაჩნია განცხადებები იმასთან დაკავშირებით, როცა მავანი წერს, რომ ის, ვინც ვაქცინა გაიკეთა, მალე „წერილს წაიღებს“.

გთავაზობთ თამარ ივერის სტატუსს ამ თემაზე:

„არა აქვს მნიშვნელობა, ვაქსერი ხარ თუ ანტივაქსერი. ყველას ჩვენი პირადი აზრი გვაქვს მასთან მიმართებაში, მაგრამ სტატუსები და განცხადებები, სადაც მავანნი წერენ ვაქცინის მომაკვდინებელ შედეგებზე და გვერდით მოვლენებზე, რაც ირიბად „ორი დღე დაგრჩენიათ აცრილებს სასიცოცხლო“-ს ნიშნავს, არის ყველაზე დიდი ბოროტება, ზიზღი და უზნეობა საკუთარი თანამემამულეების მიმართ! ასეთი განცხადებებით უკვე აცრილ, პანდემიისგან გადარჩენის იმედით მცხოვრებ ადამიანებში პირიქით, შინაგან პანიკას, სასოწარკვეთას და დეპრესიას თესავთ, რომ მათ საბედისწერო შეცდომა დაუშვეს და უკვე არიქა, კოვიდით არა, მაგრამ სხვა გართულებების შედეგად „წერილი უნდა წაიღონ“. აგონებთ, რომ ნელ-ნელა რაღაც ფატალურ და ლეტალურ ცვლილებებს უნდა ელოდონ საკუთარ ორგანიზმში და ა.შ.

ასეთი ამორალური განცხადებების ავტორები უნდა დაისაჯონ ადამიანებისთვის მორალური ზიანის მიყენების მუხლით! დედამიწაზე, არავის, თვით არც ამ საქმის დიდ პროფესიონალ ექიმს, (დაუშვათ, კიდეც რომ რაიმე ლეტალურს იწვევდეს აცრა) არ აქვს უფლება, დაზაფროს და წინასწარ შეაგუოს ადამიანები რაღაც საბედისწერო შედეგს.

თვით მე-4 სტადიაში მყოფ ონკოპაციენტსაც კი აქვს იმედის სხივი გადარჩენისა და აქ მავანნი ხალხის ფსიქიკაზე აცრისგან ლეტალური გვერდითი მოვლენებით სასიკვდილო მოძღვრებებს ეწევიან!

ეს მორალური დანაშაულია!“

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ჭრელო პეპელას ვარიანტია, ერთი წელი მესმოდა - რად გვინდა შეზღუდვებიო“- იმნაძე ლოკდაუნზე

„ყველა წერს, ბათუმში ხდება საშინელებაო და დღევანდელი 3666 შემთხვევიდან, მხოლოდ 378 მოდის მთლიან აჭარაზე...“

„ბევრს მდიდარი, ჯიპიანი მღვდელი ვგონივარ“ - მამა იოვანეს კოვიდი დაუდასტურდა