Digest Logo

გიგი თევზაძე წერს თუ როგორ გააყალბა „ოცნებამ“ არჩევნები

1604235714
ილიაუნის რექტორი გიგი თევზაძე

სოციოლოგი და ფილოსოფოსი გიგი თევზაძე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ცესკო-ს დახმარებით „ნაციონალურ მოძრაობას“ 4% მოპარა.

„სამართლიანი არჩევნების მიერ ჩატარებული პარალელური დათვლის გათვალისწინებით, 8-9%-ია გაყალბებული „ქოცნების“ მიერ.

ეს რიცხვი დგება არჩევნების დროს ხელისუფლების მიერ უბნებზე წართმეული 4%-ით (რაც ISFEDმა დაითვალა) და ცესკოს ცენტრალურ ოფისში გადახაზულ-ჩასწორებული 4%ით.

პარალელურ დათვლის მიხედვით ქოცნებამ 45-46 % აიღო უბნებზე. გამოაკელით ამას 4 % და მიიღებთ 41%.

ეს 4% ცესკომ წაართვა ნაცმოს (აბა სხვა ვის?). შესაბამისად, გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს 31%. შეიძლება მეტიც აქვს, უბნებზე წართმეულ 4 %საც თუ მივუმატებთ.

ეს გაყალბებული 8-9 % არის ის რიცხვი, რომელიც „ქოცნებას“ პარლამენტში ადგილების 50%ის დაკავების საშუალებას აძლევს.

8-9%-ს შევარდნაძის მთავრობაც არ აყალბებდა“, - წერს გიგი თევზაძე.