Digest Logo

„გთხოვთ ნუ შემჭამთ ცოცხლად, მაცადეთ ცხოვრება“- ზურა შევარდნაძე

1619520282
ზურა შევარდნაძე

ცნობილი მებაღე - ზურა შევარდნაძე, „გარდენია შევარდნაძეში“ გაზრდილი მცენარეების ფასებზე საზოგადოების  ნაწილის კრიტიკას პასუხობს. როგორც ის წერს,  თავად თანამშრომლებთან ერთად ბევრს შრომობს. 

„დაიჯესტი“ ზურა შევარდნაძის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„ადამიანებო, ბევრო კეთილო და ზოგიერთო ბოროტო რატომ შემჭამეთ?

როცა გპასუხობთ და გწერთ, რომ ვერ ვახრხებთ ნერგის შეფუთვას და შინ მორთმევას, რასაც ვყიდით მხოლოდ ბაღიდან ვყიდით, რთული გასაგებია? რაღას ძალადობთ? ვერ ვახერხებთ, ვერ ვასწრებთ და რა ვქნა?..

როცა გეუბნებიან, რომ რომელიმე მცენარე ჩვენია, არ იყიდება რატომ ძალადობთ და გნებავთ, რომ ამოგიბრდღვნათ ბაღიდან და გაგტანოთ. რატომაა ასე ძნელი გასაგები, რომ ყველაფერი არ იყიდება?

როცა გწერთ ფასს და ეს ფასი თქვენ გეძვირათ ან არაა თქვენთვის მისაღები ამაზე ამხელა კომენტარები რა საჭიროა?

მე და ჩემი თანამშრომლები მუხლისჩაუხრელად ვშრომობთ, ვთესავთ, გამოგვყავს, ვამყნობთ, ვაკალმებთ, ვრგავთ და ვუვლით. მერე ვადებთ იმ ფასს რა ფასიც გვგონია, რომ ღირს, არც მადლიერი, კმაყოფილი მომხმარებელი გვაკლია არც შემქები და შემომძახებელი მაგრამ ისეთიც გამოჩნდება ხოლმე რომელიც შემოგვღნავის...

გთხოვთ ნუ შემჭამთ ცოცხლად, მაცადეთ ცხოვრება და მუშაობა. ბოდიშს ვითხოვ, მაგრამ მეც ადამიანი ვარ...

კიდევ ერთი პატარა რჩევა ვისაც ეძვირება მათთვის, თავად დათესეთ ბატონებო, თესლიც თვითონ შეაგროვეთ, გააშრეთ, მოიყვანეთ და სულ უფასოდ გექნებათ.

ხვალიდან შაბათის ჩათვლით ვიმუშავებთ ასევე გარდენიას ჭიშკართან, დახლიდან შეძლებთ შეიძინოთ ხარისგულა და ჩერი პამიდორის ჩითილი, უხვმოსავლიანი, მარადმოყვავილე მარწყვის დედა ძირები, ბოსტნეულის და მწვანილის თესლი, განჯის ბროწეული და ჯუჯა კაკალი, საქოთნე მიწა და ვარდები ნაირნაირი“- წერს ზურა შევარდნაძე.