„გთხოვთ, წაიკითხეთ ყურადღებით. ასეთი ამბები ტელევიზორში არ ჩანს და ცოტა ძნელი გასაგებია, რა ჯოჯოხეთი ტრიალებს ასობით სახლში", - აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში საქველმოქმედო პოსტს ავრცელებს.
„გთხოვთ წაიკითხეთ ყურადღებით. ასეთი ამბები ტელევიზორში არ ჩანს და ცოტა ძნელი გასაგებია, რა ჯოჯოხეთი ტრიალებს ასობით სახლში. პანდემია მთელი თავისი ძალით მოქმედებს და უამრავგან. ასეთი მინი ლაზარეთებია გამართული სახლებში. მით უმეტეს იმ სახლებში, სადაც ფოტოზე რომ ხედავთ ისეთ პატარა, მომსპარ ოთახებში ათი და მეტი ადამიანი ცხოვრობს. უმრავლესობა ბავშვები და ყველგან სრული უიმედობაა.
ჯერ ისედაც სად იყო სამუშაო და ახლა გარეთ გასვლაც კი არ შეუძლიათ. უკვე ძალიან ბევრია სიკვდილიანობა. კიდევ ერთი კაცი დავკრძალეთ. მას კი შიმშილის ზღვარზე დარჩა ცოლი და ოთხი შვილი, რომლებსაც ასევე ვირუსი აქვთ და ორი ბავშვი სასუნთქ აპარატზეა შეერთებული.
ხვალ დილიდან ვიწყებთ ვირუსით დაავადებულ ოჯახებში საჭმელი პროდუქტების დარიგებას. ასეთი მარტო ჩვენ ვისაც ვეხმარებით, 1800 ოჯახია. ყველას, უბრალოდ საჭმელი სჭირდებათ ბავშვებისთვის და ავადმყოფებისთვის. რამდენიც გვექნება და რამდენსაც შევძლებთ, იმდენგან მივალთ. მოგვეხმარეთ გთხოვთ, ვინც როგორ შეძლებთ. გაგვივრცელეთ ეს ამბავი და გთხოვთ, მოიკითხეთ მეზობლები, ნაცნობები და უბრალოდ ყველა, ვისზეც კი იცით რომ საჭმელი სასიცოცხლოდ სჭირდებათ .
დილიდან დავიწყებთ დარიგებას. გახსოვდეთ, რომ ძალიან მძიმე დროა, ახლა გვჭირდება ერთმანეთი და მიეხმარეთ ყველა ერთმანეთს, როგორც შეგიძლიათ. ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ - ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი
GE35BG0000000144817300
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისიბანკი
GE90TB7603845061100016
PayPal - Sinjikashvili@gmail.com
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით - Akaki Sinjikashvili", - წერს აკა სინჯიკაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„მე აცრილ პედაგოგთან ბავშვს კლასში არ შევუშვებ. კაცმა არ იცის რა სჭირს აცრილ პედაგოგს"