ექიმი გიორგი კავკასიძე სოციალურ ქსელში ქართველების შესახებ წერს. იხსენებს პერიოდს, როცა საქართველოს ათასობით Harvoni აჩუქეს.
„გილეადმა ჰეპატიტი „C” „ელიმინაციის" პროგრამით ათასობით Harvoni (რომელიც 1 ტაბლეტი 1000$ ღირდა) რომ გვაჩუქა, გახსოვთ რა ამბავი ატყდა ? – „ქართველებზე ექსპერიმენტს ატარებენ”, „საცდელი ცხოველები ვართ”, „კარგი რომ იყოს, ჩვენ ვინ მოგვცემდა”…
ამ წამალმა რამდენი ადამიანი გადაარჩინა ღვიძლის ციროზით სიკვდილს, ვინმემ დათვალა? ახლა მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინა გვაჩუქეს და იგივე მეორდება „ექსპერიმენტული ვაქცინა”, „ჩვენზე ცდიან”, „უშვილობას იწვევს”… ძალიან უმადური ხალხი ვართ, თან უვიცი”, - წერს გიორგი კავკასიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„სპორტსმენებს დაფასება არ აქვთ" - ლაშა ტალახაძე პოლიტიკაში მიდის?
🔵„კითხვა არ იცით?! რატომ უკეთებთ არაეფექტიან ვაქცინებს რეკლამას“ - რას წერს ფხაკაძე?